ივერიონი / პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას დღეს გამოუცხადებს

პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას დღეს გამოუცხადებს

ბიუროს სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის თანახმად, დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე თავდაპირველად ხიდაშელისთვის და აგულაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებენ. 

 

მოქმედი დეპუტატებისთვის და მინისტრობის კანდიდატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ კი პარლამენტის წევრები ერთ კანონპროექტის უყრიან კენჭს, რის შემდეგაც უკვე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა დაიწყება. 

 

მთავრობის განახლებული შემადგენლობის დასამტკიცებლად პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო.

 

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13:00 საათზე მოიწვია. 

 

8-05-2015, 10:14
უკან დაბრუნება