"არ არსებობს იმის საფუძველი, რომ მთავრობას ნდობა არ გამოვუცხადოთ", - ამის შესახებ თამარ კორძაიამ განაცხადა. პარლამენტარის თქმით, ის მთავრობას მხარს უჭერს, რადგან მინისტრთა კაბინეტის წარმოდგენილი შემადგენლობა წინაპირობაა იმისა, რომ ქვეყანა განვითარებას შეძლებს.
"როდესაც, ვსაუბრობთ, რომ ევროინტეგრაცია გვინდა, ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანებაში და ამ საქმეს თინა ხიდაშელზე მეტად ვერავინ წარუძღვება.
ქვეყანაში ეკონომიკის სფეროში, სერიოზული პრობლემები არსებობს, მაგრამ იმის საფუძველი არ არის, რომ მთავრობას ნდობა არ გამოვუცხადოთ. მთავარია, მთავრობამ დაიწყოს კიდევ უფრო აქტიური მოქმედებები იმისათვის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაჯანსაღდეს. იმას ვაცნობიერებთ, რომ სიტუცია ისეთი არ არის, როგორიც გვინდა და პრობლემებზე ვმუშაობთ", - განაცხადა კორძაიამ.