უმრავლესობის წევრების განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმეზე "თავისუფალი დემოკრატების" წინააღმდეგ არანაირი მიზანმიმართული კამპანია არ მიმდინარეობს.
"ყველა თავისი ინტერესებიდან და არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს. არავითარი მიზანმიმართული კამპანია არ მიმდინარეობდა, არის გარკვეული ეჭვები, რომელიც დადასტურდება ან უარყოფილი იქნება სასამართლოს მიერ, დაველოდოთ," - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.