ივერიონი / რატომ აყალბებენ უტიფრად ისტორიას და რატომ შეიძულეს ნეოფაშისტებმა სტალინი?!

რატომ აყალბებენ უტიფრად ისტორიას და რატომ შეიძულეს ნეოფაშისტებმა სტალინი?!

სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა: "საქართველოს მთავრობამ 9 და 26 მაისის აღნიშვნის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება, მონაწილეობა მიიღოს როგორც 9 მაისს, ისე 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებში. ვფიქრობ, ორივე თარიღი სახელმწიფო ზეიმის ტოლფასი გახდება. 26 მაისს აღლუმი არ იქნება."
სამწუხაროდ, სააღლუმო და გადასარევი, არაფერი მომხდარა ბოლო 24 წლის მანძილზე ჩვენს სამშობლოში. 1992 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ბოლო სამ მთავრობას,  იარაღს რომ თავი დავანებოთ, - "ხელჩართული ჩხუბიც" კი არ მოუგია, არცერთ (საუბედუროდ, ყველა მხრიდან მოჯარულ!) მტერთან, ჩვენი სამშობლოს სასარგებლოდ!
ამიტომაც, ე.წ. "სამხედრო აღლუმზე" მართლა ზედმეტია საუბარი და უსიტყვოდ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას!
მაგრამ, რას ზეიმობს ეს მთავრობა 9 მაისს ჩემთვის გაურკვეველია, რადგან, ვინც 1945 წლის 9 მაისი საზეიმო დღედ გაუხადა, არა მატო ყოფილ სსრკ-ში იმ დროს შემავალ ქვეყნებს და ხალხებს, არამედ მთელ მსოფლიოს, - ის პიროვნება იგნორირებულია, უფრო მეტიც, ლანძღვის საგანია მათთვის!
ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ, მას, ძირითადად, - "ნეოფაშისტები" და ის ქვეყნები ლანძღავენ, რომლებიც, მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვნენ მეორე მსოფლიო ომში, როცა საბოლოოდ დარწმუნდნენ რომ, "სსრკ" უმაგათოდაც მოიგებდა ამ ომს და მოგვიანებით მათაც მიადგებოდა.
- "ნეოფაშისტები" ვერ იტანენ იოსებ სტალინს იმის გამო, რომ, მან დაამარცხა და მოსპო მათი სულიერი წინაპარი!
- გასული საუკუნის ისტორია ახლა იწერება. განვლილმა 70-მა წელმა, მიუხედავად ისტორიის გაყალბებისა, ვერაფერი დააკლო ფაშიზმის დამმარცხებლის სახელს და დიდებას!
...ათწლეულების მანძილზე მიხდება გერმანიაში ყოფნა. ცნობილია, რომ, წელიწადში ორჯერ, მთელს ქვეყანაში, გასაყიდად გამოტანილი საქონლის ჩამოფასება ხდება, მათ შორის წიგნებისაც. მიუნხენში, "მარიენპლატც"-ზე, ვინც იქ ერთხელ მაინც ყოფილა, უსათუოდ გაახსენდება ოთხსართულიანი წიგნების მაღაზია. მეც, წელიწადში ორჯერ ვსტუმრობ მას. მაღაზიის პირველი სართული, - ისტორიას, ხელოვნებას, გეოგრაფიას და პოლიტიკას აქვს დათმობილი.
ადრე, 5 ან 10 მარკად, ამჟამად 5 ან 10 ევროდ, მსოფლიოს ყველა დიდი პოლიტიკოსი მყავს ნაყიდი (რა თქმა უნდა, წიგნებს ვგულისხმობ), გარდა ერთისა!
- თითქმის ყველა გამყიდველს ვიცნობ ამ სართულზე. ერთხელაც, მორიგი სტუმრობისას, კიდევ ერთხელ ვიკითხე, _ როდის ჩამოფასდება "სტალინი"?
- ახალგაზრდა ქალბატონმა ღიმილით მიპასუხა, - "ტყუილად ელოდებით ბატონო მის ჩამოფასებას, ასეთი შემთხვევა ჯერ არ გვქონია, "სტალინი", პირველიდან ბოლო წიგნამდე,  ერთი და იგივე ფასში იყიდებაო!"
ზემოთ, გასული საუკუნის ისტორია ვახსენე. სამწუხაროდ, იგი ჩვენს თვალწინ, დიდი დამახინჯებით იწერება. ამ მიმართულებით, შინ თუ გარეთ, უმოწყალოდ ყალბდება ყველაფერი.
- "მსოფლიოს ახალი გადანაწილების" არ იყოს, გამალებული ბრძოლაა გამართული წარსულის, ისტორიის გადანაწილებაზეც. განსაკუთრებით, მეორე მსოფლიო ომში, ფაშიზმის დამარცხებაში დამსახურების მითვისებაზე მიდის გაუგონარი გაყალბებები!
- აშშ და ინგლისი არიან ამ საქმის ფლაგმანები, რომლებსაც, ომის მიწურულს, მშვიდობიანი, გერმანელი მოსახლეობის ხოცვისა და ქალაქების ნაცარტუტად ქცევის მეტი, თითქმის არაფერი უკეთებიათ.
- რაც შეეხება, ბოლო 30 წლის განმავლობაში, სტალინის პიროვნებაზე და ფაშიზმის დამარცხებაში მის "დამსახურებაზე" უცხოელ ავტორთა მიერ დაწერილ წიგნებს, _ დიდი მწიგნობრობა არ სჭირდება მკითხველი მიხვდეს, რომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, უკლებლივ ყველა, ზემოთხსენებული ქვეყნების პოლიტიკური შეკვეთაა!
სამწუხარო ის არის, რომ, ასევე, ზემოთხსენებული "ნეოფაშისტების" მიმბაძველმა, ზოგიერთმა ქართველმა სცადა, დიდი  ინგლისელი მწერლისა და მოაზროვნის წიგნი-შედევრი "ცხოველების ფერმა", ისტორიის გასაყალბებლად გამოეყენებინა.
საბედნიეროდ, იმდენად დიდია ჯორჯ ორუელი, 70 წლის შემდეგაც მოატეხინა კისერი ისტორიის გამყალბებლებს!
მე გემშვიდობებით, დანარჩენიქვემოთწაიკითხეთ!

                    ჯორჯ ორუელი: "ცხოველების ფერმა"

ამას წინათ, ერთმა, ჩემმა მეგობარმა, მასთან მორიგი სტუმრობისას, თხელყდიანი წიგნი გადმომიღო და სანამ გადმომცემდა, მოკლე კომენტარი წარუმძღვარა - "ამ წიგნმა სასწაული მოახდინა თავის დროზე და იგი გამოსვლისთანავე, 1945 წლის განსაკუთრებულ მოვლენად ჩაითვალა, ხიროსიმასა და ნაგასაკში ატომური ბომბების ჩამოგდებასთან ერთად!
წიგნი გამოვართვი და ხელში, ინგლისელი მწერლის, ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმა" შემრჩა. მე არც მახსოვდა მისი არსებობა, რადგან, ის, რაც ამ წიგნშია აღწერილი, "ღორების მმართველობა", ბოლო ოცდაოთხი წლის მანძილზე თავადვე განვიცადე საქართველოს მოსახლეობასთან, უწინარეს - მის ქართულ ნაწილთან ერთად!
ჩემი მეგობარი გიორგი, ჯერ ოცდაორისაც არ არის და რა გასაკვირია მასზე დიდი შთაბეჭდილება მოეხდინა ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმა"-ს!
- ეს გავიფიქრე მაშინ, წიგნი გამოვართვი და იმ საღამოსვე წავიკითხე.
პირველი, რაც ჩემს მეხსიერებაში ამოტივტივდა, ოცდაორი წლის წინანდელი ემოციები იყო ამ წიგნის წაკითხვისას რომ გამიჩნდა. გიორგისას შევადარე იგი, თითქოს დიდი განსხვავებაც ვერ ვიპოვე, მაგრამ, მაშინ, ოცდაორი წლის წინ, ევროპა მოვლილი და საკმაოდ საფუძვლიანად მქონდა შესწავლილი და ცხადია, ჩემი მაშინდელი ემოციები მაინც განსხვავებული იყო!
ასევე, ბოლომდე ვერ დავეთანხმები წიგნის ქართულად მთარგმნელის წინასიტყვაობის ბოლო აბზაცის პირველ ნაწილს: "ნაწარმოები არის პოლიტიკური სატირა რუსეთის რევოლუციაზე, მაგრამ თავისი ფილოსოფიური განზოგადებით იგი სცდება ამ კონკრეტულ ფაქტს და წარმოადგენს მხატვრულ გამოკვლევას საერთოდ ტოტალიტარიზმის რაობისა. მიჩნეულია, რომ ორუელის ძალის მწერალი პოლემისტი ინგლისურ ლიტერატურას არ ჰყოლია ჯონათან სვიფტის შემდეგ".
- კეთილი და პატიოსანი!
როგორც ზემოთ ითქვა - წიგნი 1945 წლის აგვისტოში გამოვიდა, როცა ორუელის "ცხოველების ფერმის" ღორების შთამომავლებმა, ხიროსიმასა და ნაგასაკში ორი ატომური ბომბი ჩამოაგდეს და ასიათასობით უდანაშაულო ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს, მილიონებს კი მომავალი მოუსპეს!
მანამდე კი, - ჯორჯ ორუელის თანამემამულეებმა, სამი თვით ადრე, ვიდრე მეორემ სოფლიო ომი დამთავრდებოდა, უფრო ზუსტად, როცა მეორე მსოფლიო ომის ბედი გადაწყვეტილი იყო და მხოლოდ დამარცხებული გერმანიის მომავალი უნდა დაედგინათ, მასირებული დაბომბვებით მიწასთან გაასწორეს: ჰამბურგი, ბრემენი, კიოლნი, ბონი, დიუსსელდორფი, მაინის ფრანკფურტი, მაგდებურგი, ლაიფციგი... მარტო დრეზდენში ერთ ღამეში სამასი ათასი უმწეო მოსახლეობა - მოხუცები, ქალები, ბავშვები და დაჭრილებიამოხოცეს, რომელთაც არანაირი გავლენის მოხდენა არ შეეძლოთ ომის ბედზე, რადგანიგი, როგორც ზემოთ ვთქვით, უკვე გადაწყვეტილი იყო!
- ყველაფერი ეს, ჩაიდინეს აშშ-ს და ინგლისის სამხედრო, საჰაერო ძალებმა, რომელთა საქციელი არაფრით განსხვავდებო და ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმის" ღორი მმართველებისგან!
მოგვიანებით, როცა ომის შემდგომი გერმანელი ერის, ბედის გადაწყვეტის საკითხი დადგა, სწორედ ამ ქვეყნებმა (მათ დაემატა საფრანგეთი) გამოუტანეს გაუგონარი განაჩენი გერმანელ ერს (და არა ნაცისტებს!), რომ ისინი აღგვილიყვნენ პირისაგან მიწისა!
- რომ არა, მაშინდელი "სსრკ"-ს მმართველის, მეორე მსოფლიო ომის ბედის გადამწყვეტის, იოსებ სტალინის კატეგორიული მოთხოვნა - "არაფერ შუაშია გერმანელი ხალხი, ჰიტლერები მოდიან და მიდიან, გერმანელი ერი კი იქ რჩება, სადაც იგი დაიბადა და ჩამოყალიბდა!" ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმის" შთამომავლები სისრულეში მოიყვანდნენ განაჩენს, რომელიც პოტსდამის კონფერენციაზე, ზემოთ ხსენებული სამეულისგან თითქოს განსხვავებულად ჟღერდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ომის შემდგომ, გერმანელი ერის გაქრობას გულისხმობდა:
ინგლისი - "გერმანელები გავასახლოთ მისი ტერიტორიიდან და გავფანტოთ მთელს მსოფლიოში, რომ ვერასოდეს შეძლონ ერთად თავმოყრა!"
საფრანგეთი - "გერმანიის ტერიტორიაზე ჩამოვასახლოთ შავკანიანები და მხოლოდ ისინი დავაწყვილოთ გერმანელ ქალებთან, რომ არ მოხდეს გერმანელების გამრავლება და კაცობრიობას ავაცილოთ მომავალი ომები!"
აშშ - "გერმანელებს ავუკრძალოთ ერთმანეთში ქორწინება და იქ ჩამოვასახლოთ დიდი რაოდენობით ფერადკანიანი მამაკაცები!"
- ბუნებრივია, ამ ანტიადამიანური გერმანოფობიის შესახებ კარგად უწყოდა ჯორჯ ორუელმა, ბერნარდ კრიკის დახასიათებით "ყველაზე დიდმა მწერალ-პოლემისტმა, რომელიც ინგლისს ჰყოლია სვიფტის შემდეგ" და არ დაარქვა კონკრეტული სახელი "ღორების სახელმწიფოს", რადგან ზემოთხსენებულ თანამოქმედარის დაგადაწყვეტილების შემდეგ უსინდისობა იქნებოდა, რომელიმე სხვა ქვეყნისთვის, შეურაცხყოფა მიეყენებინა და "ცხოველების ფერმა" ეწოდებინა.
- აქ კი, ნამდვილად ვხედავ ორუელის სიდიადეს!
რაც შეეხება მთარგმნელის განმარტებას, რომ "ნაწარმოები არის პოლიტიკური სატირა რუსეთის რევოლუციაზე", ღიმილის მომგვრელია, რადგან ქართველმა მკითხველმა კარგად იცის _ მაშინ, როცა ეს წიგნი ქართულად გამოიცა, ზემოთ თქმული ფრაზა ნამეტნავად პოპულარული იყო, - საქართველოს კრიმინალი პრეზიდენტის, სააკაშვილის მმართველობის დროს!..
...მას შემდეგ, რაც ეს წიგნი დაიწერა, როგორც იტყვიან, "ბევრმა წყალმა ჩაიარა" და მთარგმნელის წინასიტყვაობის ბოლო აბზაცის მეორე ნაწილი უსიტყვოდ მართლდება: "...მაგრამ თავისი ფილოსოფიური განზოგადებით იგი სცდება ამ კონკრეტულ ფაქტს და წარმოადგენს მხატვრულ გამოკვლევას საერთოდ ტოტალიტარიზმის რაობისა!"
- ხიროსიმასა და ნაგასაკის შემდეგ "ცხოველების ფერმის" ევროპელმა და ამერიკელმა შთამომავლებმა, კონტინენტი არ დატოვეს - ათეულობით ქვეყანა დააწიოკეს "მათი უკეთესი მომავლის მიზნით", რომლებსაც დღემდე სდით სისხლი, ზოგ მათგანს ნახევარი საუკუნის წინანდელი ჭრილობებიდან, - "უკეთესი მომავლის" მოლოდინში!
...ნათქვამის დასტურად, მარტო კორეისა და ვიეტნამის მაგალითი იკმარებს, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ!
მოგვიანებით, ზემოთ ნახსენები ლოზუნგი "დემოკრატიით" შეიცვალა, რასაც უამრავი აშენებული და დამშვენებული ქვეყანა შეეწირა.
ჩემს თაობას კარგად ახსოვს ევროპის მშვენება _ იუგოსლავია, რომელსაც არაფერი აკლდა, გარდა "ცხოველების ფერმის" შთამომავალთა მიერ შემოგდებული "დემოკრატიისა", რაც, მათი გაგებით და კარნახით  - კაცის-კაცზე, ქალის-ქალზე ქორწინებას, ადათ-წესების, ზნე-ჩვეულებების, ერის წიაღში საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ტრადიციების უარყოფას ნიშნავს!..
- მოინდომეს და განახორციელეს კიდეც!
- იუგოსლავიის ნანგრევებზე წარმოიშვა რამდენიმე ჯუჯა სახელმწიფო, რომლებიც უსაფრთხოდ საცხოვრებელი მას შემდეგ გახდება, როცა "დემოკრატიის" დასამყარებლად ჩამოგდებული ათასობით აუფეთქებელი ბომბებისგან გაიწმინდება! აღარაფერს ვამბობ ათეული ათასობით ადამიანის სიცოცხლეზე, "დემოკრატიის" დამყარების პროცესს რომ შეეწირა (ამ თემაზე, დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევ წაიკითხოს არასამთავრობო ორგანიზაცია "ისტორიული მემკვიდრეობის" მიერ, გამოცემული, თავზარდამცემი გულახდილობით შედგენილი წიგნები "ნატო მაკიაჟის გარეშე" და "ღმერთო შეუნდე ამერიკას").
ფუი ეშმაკს! რად გვინდა წიგნებში ქექვა - ორი წლის წინ, ნაძირალა სააკაშვილის ჩასვრილ საქმეთა მისაფუჩეჩებლად, თბილისში ჩამოსულმა, ნატოს გენმდივანმა რასმუსენმა, იმის ნაცვლად, ეთქვა - "სამართალმა უნდა იზეიმოს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, უდანაშაულოს სამართალი აღუდგეს და განწმენდილები შევიდეთ ნატო-შიო!", რომ იტყვიან, გადაატრიალა "პლასტინკა" და - "სანამ მიმდინარე წლის 17 მაისის დემონსტრაციაზე პედერასტების უფლებების დარღვევისთვის ბოდიშს არ მოიხდით, არაფერი გამოგივათო!.."
და, ასე დაგვტოვა ორ ცეცხლსშუა:
- ქართველად დარჩენა, რაც ყოველდღე რთულდება! თუ - აფრების აშვება და უზნეობის მორევში გადაშვება?!.
...მკითხველი რომ არ დავაბნიოთ, განსაკუთრებით ისინი, ვისაც (ჩემი არ იყოს) დიდიხანია დაავიწყდა ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმა", საჭიროდ მიმაჩნია შევახსენო, თუ რას ეხება ეს, თავისი დროის, მართლაცსაინტერესო ნაწარმოები!
თავისი დროის-მეთქი, იმიტომ აღვნიშნე, რომ, მისი გამოქვეყნების შემდეგ, ბევრად უარესიც კი ვიხილეთ, ზემოთ ნახსენები ქვეყნების მმართველთა მიერ, უცხო ქვეყნების ტერიტორიებზე ჩადენილი, ვიდრე ორუელის წიგნშია აღწერილი:
_ ერთ ძუნწ ინგლისელ მესაქონლეს, საკუთარ "მამულში" ცხოველები აუჯანყდნენ და იგი საკუთარი სახლიდან გააძევეს. გამარჯვებულმა ცხოველებმა, როგორც წესი და რიგია, შექმნეს სახელმწიფო და მორალური კოდექსი, რომელთა საფუძველზე ახალშექმნილ "ცხოველების ფერმა" სახელმწიფოში, ყველა თანაბარი, ადამიანებისგან დამოუკიდებელი და ბედნიერი უნდა ყოფილიყო.
მეთაურად ღორი აირჩიეს, რომელმაც თავის მხრივ, ღორები შემოიკრიბა გარშემო და ენერგიულად შეუდგნენ საქმეს... მუყაითმა შრომამ, გარკვეული პერიოდი, შედეგიც გამოიღოდა წარმატებაც უნდა ეზეიმათ, როცა თავზე დაენგრათ მათი უპირველესი იდეა - "აეშენებინათ წისქვილი, რომელიც მათ გაამდიდრებდა და ცხოვრებას შეუმსუბუქებდა!.."
მაგრამ, ღორის გენეტიკურმა საქციელმა - "...ღორი რომ გაძღება, დარჩენილ საჭმელს კი არ შეინახავს, დინგით გობს გადააბრუნებს ,რომ იგი სხვებმა არ იწილადონ!" - მალევე იჩინა თავი და მიიღეს ის სახელმწიფოებრივი მოდელი, რომელიც დღეისთვის არის გაბატონებული დედამიწის ზურგზე და მას ინგლისი, ამერიკა, ზოგადად ევროაგაერთიანება (ყოფილი "სსრკ"-ს დამახინჯებული ოდელი) და მათ დაპირისპირებული რუსეთი წარმოადგენენ!
...სამწუხაროდ, ნიჭიერი მწერლის ფანტაზიით შექმნილმა "ცხოველთა სახელმწიფოს ექსპერიმენტმა" ყველა ზემოთ ხსენებულ ქვეყნებს გვერდი აუარა და იგი ოცდაორი წლის წინ, საქართველოში დაფუძნდა მცირეოდენი სახეცვლილებით - "ადამიანების სახელმწიფო - ღორების მმართველობით" და ამას ჯორჯ ორუელის თანამემამულე, ევროპელებმა და ამერიკელებმა ედუარდ შევარდნაძე ჩაუყენეს სათავეში.
ამ დროიდან დაიწყო საქართველოს მოსახლეობის გაცხოველება და ქვეყნის საზღვრების შემოკრეჭვა, რადგან, ევრო-ამერიკელთა მიერ დაგეგმილი "საქართველო-ცხოველების ფერმა, ედუარდ შევარდნაძის თავკაცობით", მაშინდელი საქართველოს მთლიან ტერიტორიას არ ითვალისწინებდა, იგი ორჯერ დიდი აღმოჩნდა დაგეგმილზე და ამიტომაც გაგვინახევრეს!
...ისტორიის სიღრმეებში ყურყუმალაობას შევეშვათ, გუშინდელი დღე გავიხსენოთ, როგორი მათხოვართა ხროვა (რომ იტყვიან - "ცალ-ცალი კალოშით"!) მოვიდა ე.წ. "ვარდების რევოლუციით" ქვეყნის სათავეში მიშა სააკაშვილის თავკაცობით, რომელთაც სწორედ ორუელისეული "ცხოველების ფერმის" თანაბარუფლებიანობის და ანტიკორუფციული სახელმწიფოს მოწყობის კოდექსი ააფრიალეს, მაგრამ ცხრა წლის მანძილზე, გაუგონარი ქონება დააგროვეს (ახლაც აგროვებენ!) და ახალმა ხელისუფლებამ, ხელი რომ შეუშალა ქვეყნის ძარცვასა დანგრევაში, ფეხზე დააყენეს ევროპელი თუ ოკეანის გაღმელი, ორუელის "ცხოველების ფერმის" შთამომავლები, ასე ხშირად რომ სტუმრობენ საქართველოს, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ!
ზოგადად ვიტყვი - არაფერი გვაქვს სტუმრის საწინააღმდეგო "სტუმარი ღვთისაა", მაგრამ არა ისეთი, როგორიც ზემოთ ნახსენები რასმუსენი და ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები არიან!..
რასაკვირველია,- სტუმარს სტუმრისა უნდა მიეგოს, მაგრამ, მისი გადასაწყვეტი არ უნდა იყოს ჩემს ქვეყანაში ქურდის, კაცის მკვლელის, ქვეყნის დამაქცევარის და კიდევ სხვა ამ კატეგორიის დამნაშავეთა დასჯა!..
2012 წლის ოქტომბრამდე, ორმოციათასი თავისუფლებააყრილი ადამიანი იჯდა სააკაშვილ-მერაბიშვილის ციხეებში. ყველასთვის ცხადია, მათგან ნახევარი, სრულიად უდანაშაულოდ იყო პატიმრობა მისჯილი, მაგრამ ზემოთნახსენებ ევრო-ამერიკელთაგან არავის შეუწუხებია თავი ათასობით უდანაშაულოთა მოსაკითხად! უფრო მეტიც, ყოფილ ხელისუფლებას, ბოლო მომენტამდე საქციელს უქებდნენ, მაგრამ, როგორც კი დარწმუნდნენ, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში, მათი ფავორიტების მოსალოდნელ მარცხში, ზურგი შეაქციეს, მაგრამ, თურმე არა საბოლოოდ, რადგან მალევე გაჩნდა საშიშროება, რომ გასული წლების კრიმინალურ საქმეებში, მათი მონაწილეობაც გამოაშკარავდებოდა!..
ამიტომაც აატალახეს თბილისის აეროპორტი, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ "მაღალი ჩინის" ევრო-ამერიკელმა სტუმრებმა, ჩემო ძვირფასო მკითხველებო, თორემ მერაბიშვილები, ახალაიები, უგულავები და სხვები... მათ ცალფეხზე ჰკიდიათ!..
მე, ადრე, არა ერთხელ მითქვამს და დამიწერია, - ქვეყანა ყველა ვალს გადაიხდის, ჭრილობებს მოიშუშებს, დანგრეულს ააშენებს, მაგრამ არაფერი ეშველება იმ ორმოცდახუთიათას, თხუთმეტიდან - ოცდაათ წლამდე ახალგაზრდას, 1993 წლიდან მოყოლებული, უცხოეთის არატრადიციულ ქვეყნებში, რომ გააგზავნა საქართველოს მაოხრებელმა გზირმა, ედუარდ შევარდნაძემ გასაწვრთნელად (და, არა განათლების მისაღებად!) და გასული საუკუნის ბოლოს, სამშობლო საქართველოს დაუბრუნდნენ - სარწმუნოება, ზნეობა, ტრადიცია და ეროვნებადაკარგულნი!
აღასრულა მან თავისი განზრახვა და ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმის" ევრო-ამერიკელ მემკვიდრეთა თანადგომით, სწორედ მათი "გაწვრთნილი კადრები" მოიყვანა, 2003 წელს, საქართველოს ხელისუფლებაში!
ეს წერილი არ ითვალისწინებს, სახელმწიფოს სათავეში ყოფნისას, მათი ნამოქმედარის განხილვას, მაგრამ უნდა შევახსენო მკითხველს, თუ როგორ უყურებდნენ მათ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას მათი ხელისუფლებაში მომყვანები:
- როცა ამერიკელებმა, პრაქტიკანტ ქალთან ფლირტს, კინაღამ გადააყოლეს პრეზიდენტი კლინტონი, გერმანელებმა კი ქვეყნის პრეზიდენტ ვულფს, მეგობრისგან მცირე საპროცენტო განაკვეთით სესხად აღებული ხუთასი ათასი ევროს გამო (ქართული მასშტაბებით სასაცილო თანხა!) თანამდებობა დაატოვებინეს, საქართველოს დამაქცევარი მიშა-შეურაცხადისგან კითხვის და მისი კრიმინალური გარემოცვის თავისუფლების აღკვეთის გამო, იგივე ამერიკელები და ევროპელები, მთელი ქვეყნის მოსახლეობას ყურებს გვიწევენ!
- რას ნიშნავს ყველაფერი ეს?
- გამოდის, რომ, ის, რაც მათ ქვეყნებში დაუშვებელი და მიუღებელია, ჩვენთან დასაშვები და მისაღებია?
- ე.ი. ჩვენ, ისინი, არასრულყოფილებად მიგვიჩნევენ და ექსპერიმენტის დონეზე განგვიხილავენ!!!
აი, ეს არის ორუელის "ცხოველების ფერმის" თანამედროვე შთამომავალთა დამოკიდებულება გარე სამყაროსადმი, მათი ნამდვილი სახე, რომლებიც დღეს მსოფლიოს მართავენ და ყველა იმ უზნეობას სთავაზობენ, ზემოთ რომ ვახსენე "დემოკრატიის" მათეული გაგების განმარტებისას!
სწორედ ამას უფრთხოდა ჯორჯ ორუელი და 1945 წელს გამოქვეყნებულ ნაწარმოებში "ცხოველების ფერმა", კაცობრიობას აფრთხილებდა, რომ, - ფაშიზმის დამარცხებით არ დამთავრებულა კაცობრიობის ტრაგედია, მას უფრო დიდი და მკაცრი გამოცდა მოელის, რომელსაც, - ღორების შთამომავლების მიერ მართული ქვეყნები ჩაიდენენ მომავალში!
ორუელის "ცხოველების ფერმის" მემკვიდრეთა ფავორიტი, მიშა სააკაშვილისა და მისი გუნდის კრიმინალური საქმიანობა, დეტალურად აღწერა ამერიკელმა ჟურნალისტმა, პოლ რიმპლმა, წიგნში "ვის ეკუთვნოდა საქართველო 2003-2012" წლებში, სადაც დაუფარავადაა მოთხრობილი, თუ როგორ ძარცვავდნენ ქვეყანას და როგორი მოხერხებულობით გაჰქონდათ ნაძარცვი ოფშორულ ზონებში, სადაც ეშმაც კი ვერ მიაგნებს მათ კვალს!
ჯორჯ ორუელის წინასწარმეტყველების აცხადებაა, ის, რომ აშშ-ს პრეზიდენტის (ელჩად წოდებული) "ნაცვალი" საქართველოში, ბატონი რიჩარდ  ნორლანდი, უცერემონიოდ ერევა ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებში და იმის ნაცვლად, პრორესტის გრძნობა გაუჩნდეთ და ჩვენმა ხელისუფლებამ წამოიკნავლოს მაინც, - მთლად ასე ნუ იზამთ ბატონოო!.. ხმის ამომღები არავინ ჩანს!
- 24 წელია, - ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერი და წვრილ-წვრილი მინისტრები სიამაყით აცხადებენ, რომ, ისინი, აშშ-ში ჩავიდნენ და მათი საქციელი მოიწონა, აშშ-ს სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის, უფროსი რეფერენტის, პირველი მოადგილის, პირველმა თანაშემწემ!..
და ბოლოს, სულ ცოტა ხნით მივუბრუნდები, წერილის დასაწყისში ნახსენებ, 1945წელს და აქვე დავსძენ: 1945 წელს, არაფერი მომხდარა იმაზე მეტი და თვალსაჩინო, ვიდრე ფაშიზმის დამარცხება იყო!
ყველაზე უკეთ, ამ გამარჯვების ღირებულების და ფაშიზმის დამარცხებაში "სსრკ"-ს უზარმაზარი წვლილის შესახებ, ყველაზე უკეთ ჯორჯ ორუელმა უწყოდა.
ცხადია, მან იმის შესახებაც კარგად უწყოდა, რომ "სსრკ"-ს, მაშინ, იოსებ სტალინი მართავდა, რომლის წინაშე ქედს იხრიდა მისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მსოფლიოს, ყველა დროის, ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, უინსტონ ჩერჩილი, რომელიც მოკლედ და ლაკონურად ახასიათებდა მის იდეოლოგიურ და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს:
"სტალინმა ჩვენზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. იგი ფლობდა ღრმა, ყოველგვარ პანიკას მოკლებულ, ლოგიკურად გააზრებულ სიბრძნეს. იყო ყველაზე გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაღწევის შეუდარებელი ოსტატი. მან შექმნა და დაიმორჩილა უზარმაზარი იმპერია. ეს იყო კაცი, რომელიც თავის მტრებს თავისი მტრებისვე ხელით ანადგურებდა."
თუ კი, ვინმეს ეჭვი შეეპარება ამ შეფასების სიმართლეში, მან უპირველესად, ისტორიის შეურყვნელ არქივებს უნდა მიმართოს, რა საკვირველია, თუ სურს ჭეშმარიტების დადგენა. რადგან, არა მარტო საქართველოში, კატასტროფულად ყალბდება გასული საუკუნის ისტორია იმ დასავლეთში, ქართველთა გარკვეულ ნაწილს რომ სამაგალითოდ მიაჩნია.
ყველაფერ ამის ფონზე, მენანება ქართული გენი და ქართული ნიჭი, რადგან მავანნი:
ორჯ ორუელის "ცხოველების ფერმის" შთამოამავალთა მიერ გონებადაბინდულ ჩვენს თანამემამულეებზე დაყრდნობით ცდილობენ, სახე უცვალონ ისტორიის ჭეშმარიტ ფურცლებს!


დავით ქობალია


P.S. ვისაც, მეტის ნახვაუნდა:
http://www.myvideo.ge/?video_id=2151574

8-05-2015, 16:34
უკან დაბრუნება