დიახ, მე არ გამიგრძელებია იუსტიციის სახლის პროექტი, რომელსაც თქვენ ჭიათურაში სახლთან იშენებდით" - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიორგი ვაშაძეს.
ვაშაძის კითხვაზე - მე ვიშენებდი ჩემს სახლთან? - თეა წულუკიანმა პასუხი გააგრძელა.
"დიახ, ჭიათურაში თქვენ იშენებდით და ლაგოდეხში თქვენი უფროსი. რა კარგი ამბავი გამახსენეთ, მცხეთაზე, გეტყვით ახლა და მომისმინეთ, მაგრამ თქვენ მოსმენა არ გინდათ, იმიტომ რომ თქვენ გრცხვენიათ, რასაც ახლა მოისმენთ იმის".
გიორგი ვაშაძე: მე მრცხვენია?
თეა წულუკიანი - დიახ, თქვენ გრცხვენიათ. თქვენ და თქვენი უფროსი იშენებდით იქ იუსტიციის სახლებს, სადაც თქვენ ცხოვრობდით და ჩვენ ვაშენებთ იქ, სადაც ქვეყნის საზღვარს შემომტკიცება ჭირდება. 15 ტონა ნაგავი თქვენ პირადად ჩატოვეთ თბილისის იუსტიციის სახლის სახურავში.
გიორგი ვაშაძე: ჩვენ პირადად უფრო მეტი ნაგავი ჩავტოვეთ, რამდენიც თქვენ ააშენეთ.
თეა წულუკიანი: ჩვენ ნაგავი 1 ოქტომბერს გავიტანეთ და ეს ნაგავი ვერასდროს დაბრუნდება