ივერიონი / რა გადაწყვეტილება მიიღო რეზო ამაშუკელმა?

რა გადაწყვეტილება მიიღო რეზო ამაშუკელმა?

"რისთვის ვიომე მთელი ჩემი ცხოვრება? – ვიდექი იმ ხალხის გვერდით ვისაც რწმენა ჰქონდა და იბრძოდა იმის გამო, რომ ის საშინელება და ის დამოკიდებულება რაც ნაციონალებს ქვეყნის მიმართ ჰქონდათ, ჩვენ ღირებულებების გამო ვიდექით იქ, სადაც ვიდექით.

 

მე რესპუბლიკელების ქირქილის მოსასმენად და იმათ ასაღზევებლად არ მიომია. მე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს თანამოაზრეებს, როგორც იტყვიან "წავიღებ ჩემ სათამაშოებს სახლში და ჩავიკეტები" – მე მივდივარ აბსოლუტური მარტოობისკენ.

 

არ მეგონა ამდენი თავლთმაქცობა თუ შეიძლებოდა ყოფილიყო ქვეყანაზე. არ ვღირვართ ჩვენ იმად, რომ თავი შევაკლათ რაღაცეებს, მერე გამომივა ლევან ბერძენიშვილი და დამიწყებს მაღალ იდეალებზე და ლიტერატურაზე ლაპარაკს." – აცხადებს რეზო ამაშუკელი და დასძენს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერად რჩება.

 

8-05-2015, 22:15
უკან დაბრუნება