ივერიონი / ორმხრივი სროლა რა მოხდა ნუცუბიძეზე-შსს ერთ დავდამსხმელს ეძებს

ორმხრივი სროლა რა მოხდა ნუცუბიძეზე-შსს ერთ დავდამსხმელს ეძებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნუცუბიძის მე-4 მ/რ სუპერმარკეტ "ზღაპარ"-ში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ძმები 1990 წელს დაბადებული გიორგი დ. და 1989 წელს დაბადებული ბექა დ. დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის შესახებ შეტყობინება 112-ის საშუალებით მიიღეს. ადგილზე მისულებს კი სამი ნიღბიანი პირი დახვდათ, რომლებიც ცეცხლსასროლი და ცივი იარაღებით იყვნენ შეიარაღებულები. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა ბრალდებულებს მოუწოდეს, რომ დამორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნას და ჩაბარებოდნენ თუმცა მათ მიმალვა სცადეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ორი პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ერთ-ერთი მათგანი დაჭრილია ფეხის არეში, რაც შეეხება მესამეს მან მიმალვა შესძლო.ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბრალდებულს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა და საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.მიმალვაში მყოფი ბრალდებულის დასაკავებლად ამ დრომდე ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე მიმდინარეობს. (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 353-ე მუხლით).

 

10-05-2015, 13:04
უკან დაბრუნება