ივერიონი / სკანდალური დასკვნა ნაციონალურ მოძრაობაზე გადაღებული ფილმის ჩვენების შესახებ

სკანდალური დასკვნა ნაციონალურ მოძრაობაზე გადაღებული ფილმის ჩვენების შესახებ

გურიის ახლადდანიშნული გუბერნატორი გია სალუქვაძე უარყოფს იმ ფაქტს, რომ მის მიერ ორგანიზებულ კინოჩვენებებზე მოზარდები მიჰყავდათ, თუმცა განსხვავებულია განათლების სამინისტროს აუდიტის დასკვნა, რომელზეც დღეს ოპოზიცია აპელირებს და სადაც გავრცელებული ინფორმაციით ის კონკრეტული პირებია მითითებული, ვინც სკოლების დირექტორებს მოსწავლეების დასწრების ორგანიზებას ავალებდა.

 

გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც განათლების სამინსიტროს აუდიტის დასკვნაში ფიგურირებენ კომენტარის გაკეთებისგან დღეს თავს იკავებენ.

 

პედაგოგები ამბობენ, რომ ძალადობის ამსახველი ფილმის ჩვენებაზე არასრულწლოვნების მოხვედრის გამო პასუხისმგებლობას იზიარებენ, თუმცა ფილმის შინაარსზე მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

 

სკანდალური კინოჩვენებები სამეგრელოს 3 ქალაქში მარტში გაიმართა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიანი მმართველობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის სანახავად მაშინ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები გამგეობების დავალებით, პედაგოგებმა და დირექტორებმა მიიყვანეს.

 

ღონისძიების ირგანიზატორი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გია სალუქვაძე იყო, რომელიც დღეს გურიის გუბერნატორი გახდა.

„რუსთავი2“

11-05-2015, 23:47
უკან დაბრუნება