თელ-ავივში სამუშაოდ ჩასული საქართველოს მოქალაქეები ღაზას სექტორში დაძაბული ვითარების გამო შეშფოთებულები არიან. არ არის გამორიცხული, ზოგიერთმა მათგანმა იქაურობა უახლოეს დღეებში დატოვოს.
უცხოური მედიის ცნობით, ვითარება დაძაბულია, ისრაელი არ აპირებს სამხედრო საჰაერო-ოპერაციების შეწყვეტას სანამ არ დაიწყება მოლაპარაკებები. "ჰამასი" კი მოლაპარაკების გზით საქმის მოგვარებას არ გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ორი დღეა ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა და ღაზას სექტორიდან პალესტინელებმა ერთმანეთს საჰაერო ცეხლი გაუხსნეს. ღაზას სექტორიდან გამოტყორცნილი რაკეტები თელ-ავივშიც ჩაცვივდა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა.