1991-92 წლებში, ყველაზე უფრო აგრესიული პოსტკომუნისტური (ავტოკრატიული ნომენკლატური მუშაკების მიერ პროვოცირებული პოლიტიკური ძალადობის შედეგად) ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმი დამყარდა.
შეცდომა თუ გამიზნული ვერაგობა?!
ავტოკრატიის ლობირებით „არჩეულმა“ პარლამენტმა,ახალი კონსტიტუციის მიღების დროს, კონსტიტუციური პოლიტიკური წყობილების და მისი დასაყრდენი ძირითადი ღერძის (1921 წლის კონსტიტუციით განსაზღვრული პრინციპები) საწინააღმდეგოდ, შეუზღუდა ხალხს ძალაუფლების უშუალოდ დემოკრატიულად- რეფერენდუმით - განხორციელების უფლება.
კერძოდ, 74-ე მუხლით მოქალაქეებს აუკრძალა რეფერენდუმით კანონის მიღების ან გაუქმების უფლება. ამ მოქმედებით “წარმომადგენლობითმა ორგანომ” (პარლამენტმა), ხალხის სახელით, კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დარღვევით, მოქალაქეებს (ხალხს) მხოლოდ ფორმალურად დაუტოვა, ხოლო მათ “წარმომადგენლებს”, პარლამენტს ფაქტიურად მიაკუთვნა პოლიტიკური მონოპოლიის, ანუ ძალაუფლების შეუზღუდავად განხორციელების უფლება, სახელმწიფო ძალაუფლება. საბჭოური რეჟიმის რეანიმირების მცდელობა!
პოლიტიკური მონოპოლიის უფლება საშუალებას აძლევს პარლამენტში მოხვედრილთ საპარლამენტო “უმრავლესობის” საკუთარი პოლიტიკური ნების საფუძველზე მიღებული სამართლებრივი ნორმების საშუალებით, ხალხის სახელით ლეგალურად შეუზღუდონ მოქალაქეებს ნებისმიერი უფლება, მათ შორის საკუთრების და ძალაუფლების განხორციელების მიზნით წარმომადგენლების (დეპუტატების) არჩევის უფლებაც.
შესაბამისად, ძალაუფლების უშუალოდ დემოკრატიულად - რეფერენდუმით - განხორციელებასთან ერთად შეუზღუდონ მოქალაქეებს(ხალხს) თავისი წარმომადგენლების მეშვეობით ძალაუფლების განხორციელების კონსტიტუციური უფლებაც.
არჩევის უფლების შეზღუდვა ხდება არჩევნების ლეგალური ფალსიფიცირებით, კერძოდ ხელისუფლების მუდმივად შენარჩუნებით დაინტერესებული უმრავლესობის ლობირებით მიღებული კანონების, ფსევდო ოპოზიციის, მარიონეტული პარტიების, სახელისუფლებო სამსახურების, ცალკეული ავტორიტეტების და მათი ფინანსური რესურსების გამოყენებით მოქალაქეების (სურვილისამებრ) მანიპულირების მეშვეობით, რაც უხეშად არღვევს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის 49-ე მუხლით და საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს.
პოლიტიკური ირონია,ანუ გარდამავალი პერიოდის „დემოკრატია“!
ჩვენთან არსებული პოლიტიკური რეჟიმი, რომელსაც, საერთაშორისო ინსტიტუტების ფინანსური დახმარების და მხარდაჭერის შენარჩუნების მიზნით, ხელისუფლება ფარისევლურად, გარდამავალი პერიოდის “დემოკრატიას” უწოდებს, სინამდვილეში ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჯერ კიდევ არსებული ამ ტიპის რეჟიმების მსგავსად, ავტოკრატიიის( სახელისუფლებო გუნდის წევრების და მათთან ნათესაური ან ქონებრივი ინტერესებით დაკავშირებული პირების)მიერ ეროვნული ქონებრივი აქტივების შეუზღუდავად განკარგვის უფლების ლეგალური ფლობის და მუდმივი შენარჩუნებისთვის არის შექმნილი -ეს „ბოლშევიკურ-დერჟავული სისტემა“ ყოფილმა კომპარტიულმა ჩინოვნიკებმა შეიმუშავეს.
ამ რეჟიმის მეშვეობით ხელისუფლებაში მყოფთ, მონოპოლიური პოლიტიკური ნების მეშვეობით, სახელმწიფოს სახელით , კანონების, სახელისუფლებო ინსტიტუტების და იძულების საშუალებების გამოყენებით ლეგალურად დამორჩილებული ჰყავთ მთელი ერი და საზოგადოებაში არსებული წარმოების და ცხოვრების სტანდარტების დონის, კერძო საკუთრების უფლების და მოქალაქეთა უმრავლესობის პოლიტიკური ნების გაუთვალისწინებლად ლეგალურად შეუძლიათ შეუზღუდავად განკარგონ, ეროვნულ-ქონებრივი აქტივები გლობალური ბიზნეს-სტრუქტურების და თავიანთი კერძო ინტერესების ლობირების, საკუთარი ცხოვრების მაღალი სტანდარტისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. დანაშაულებრივი სისტემა,რომელიც დღემდე არავინ შეცვალა!
ეს რეჟიმი დიდ რისკს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას, ვინაიდან, აუფასურებს კერძო საკუთრების, საბაზრო ეკონომიკის და კონკურენციის, ადამიანის უფლებების, სამართლისა და დემოკრატიის საყოველთაოდ აღიარებული ფასეულობების მნიშვნელობას, ხელს უწყობს კერძო შიდა და გლობალური სტრუქტურების მიზნებისთვის სახელმწიფო სახელისუფლებო სტრუქტურების ლეგალური ლობირებით ეროვნული ქონებრივი აქტივების გადანაწილებას, ადამიანთა მცირე ჯგუფის უსაზღვროდ გამდიდრების ფონზე საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის გაღატაკებას, რაც ეწინააღმდეგება მოქალაქეების ფართო ფენების განწყობას, აძლიერებს ეკონომიკურ და სოციალური დაძაბულობას და მის საფუძველზე იწვევს შიდა პოლიტიკური დესტრუქციული კონფლიქტების წარმოქმნას, აჩქარებს ისედაც ტერიტორიული კონფლიქტების პოლიტიკურ ჭაობში ჩაფლული საქართველოს სახელმწიფოებრივ რღვევას. ვის აძლევს ხელს ეროვნულობის დაკნინება და „საზოგადოებრივი ფორსმაჟორი“?
როგორც, არსებული ისტორიული პრაქტიკა და ჩვენი პოლიტიკური სისტემის ბოლო 25 წლის მანძილზე განვითარების დინამიკა გვიჩვენებს, ავტორიტარული რეჟიმის არსებობის პირობებში “არჩეულ” ხელისუფლებას არ ძალუძს ავტორიტარული რეჟიმის შეცვლა, ვინაიდან მის პირობებში ჩატარებული “არჩევნებით” ხელისუფლებაში “ახლად” მოსულები, როგორც წესი არსებული ავტორიტარული სახელისუფლებო ინსტიტუტების, კანონმდებლობისა და პოლიტიკური პრაქტიკას დაქვემდებარებულნი და ტყვეები ხდებიან - რეჟიმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მოქალაქეების უშუალო მოქმედებებით, უშუალო დემოკრატიული პოლიტიკური ფორმებითა და პროცესით კონსტიტუიციური პოლიტიკური წყობილების შესაბამისი პოლიტიკური ძალაუფლების ფაქტიური მოპოვების გზით. რისთვისაც უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეებმა უნდა მოვიპოვოთ ძალუფლების უშუალოდ განხორციელების შეუზღუდავი (პოლიტიკური მონოპოლიის) უფლება, კერძოდ რეფერენდუმით კანონის გაუქმების და მიღების უფლება.
ამ მიზნით, უშუალო დემოკრატიული პოლიტიკური მოქმედებებით და ლობირებით უნდა მივაღწიოთ, რომ კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: გამოსავალი - 2. 30000 ამომრჩევლის ხელმოწერით კანონის გასაუქმებლად ან მისაღებად რეფერენდუმის მოთხოვნის შემთხვევაში პრეზიდენტი (სარეფერენდუმო კომისია) ვალდებულია წარმოდგენილი კანონპროექტი ან პარლამენტის მიერ ახლადმიღებული კანონი შესაბამისი მიზნით რეფერენდუმის ჩასატარებლად ხალხს დაუყოვნებლივ წარუდგინოს. არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა ამნისტიის და შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ, აგრეთვე, ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავენ კერძო საკუთრების და ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებს და თავისუფლებებს. უნდა აღიკვეთოს ოლიგარქიული და გლობალური სტრუქტურების ლობირება ხელისუფლებაში!
ცვლილება უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს - ხალხის, ძალაუფლების განმახორციელებელი სახელისუფლებო ორგანოები, პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება და სასამართლო, რომლებიც კონსტიტუციურად არიან დამოუკიდებელი და ერთმანეთს აბალანსებენ, სამუდამოდ განთავისუფლდნენ ამა თუ იმ პარტიული, ოლიგარქიული თუ გლობალური სტრუქტურების ლობირებით ხელისუფლებაში არჩევნებით მოსული გუნდის მონოპოლიური პოლიტიკური დიქტატისგან - „ვიღაცის“ მსახურნი რეალურად გახდნენ ხალხის მსახურნი და მხოლოდ კანონს დაექვემდებარონ. ამავე დროს, ცვლილება საშუალებას მისცემს მოქალაქეებს რეფერენდუმის გზით დაბლოკონ ან შეცვალონ ცალკეული ჯგუფების ლობირებით მიღებული ეგრეთწოდებული არაპოპულარული (მოქალაქეთა უმრავლესობის უშუალო პოლიტიკური ნებისთვის თუ პოზიტიური ტრადიციებისთვის შეუსაბამო, პოლიტიკურად და სოციალურად უსამართლო კანონები, რაც თავისთავად შეზღუდავს პარლამენტისა და ხელისუფლების სხვა ინსტიტუტების მიერ მსგავსი კანონების შემუშავებისა და მიღების ინიციატივას.
წარმომადგენლობითი ხელისუფლების ნება!
მოვუწოდოთ წარმომადგენლობით ხელისუფლებას (როგორც უმრავლესობას ასევე ოპოზიციას) საკუთარი ინიციატივით უარი თქვან პოლიტიკური მონოპოლიის უფლებაზე, დაუყოვნებლივ განახორციელონ შესაბამისი დემოკრატიული ცვლილება და დაუბრუნონ ხალხს (მოქალაქეებს) ძალაუფლების შეუზღუდავად (პოლიტიკურად მონოპოლიურად) განხორციელების უფლება - სახელმწიფო ძალაუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი უშუალო დემოკრატიული პოლიტიკური მოქმედებების (პოლიტიკური იძულების) სხვადასხვა მშვიდობიანი ფორმების გამოყენებით, თავად დაიბრუნებს კონსტიტუციური პოლიტიკური წყობილებით მინიჭებულ კუთვნილ უფლებას. ხალხის მიერ ,ძალაუფლების რეფერენდუმით შეუზღუდავად განხორციელების უფლების მოპოვების შემდეგ, შესაძლებელი იქნება საერთო სახალხო რეფერენდუმით მიღებული იქნეს ორგანული (კონსტიტუციური) კანონები, რომლებიც უზრუნველყოფენ კონსტიტუციური პოლიტიკური წყობილების შესაბამისი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ფაქტიურ მოქმედებას და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას .
ძირითადი პოსტულატი!
1.კანონი პარლამენტის წევრის არჩევის წესის და არჩევნებში კანდიდატთა მონაწილეობის დაუშვებლობის შესახებ.
2.კანონი პრეზიდენტის არჩევის და თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების შესახებ.
3.კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ. 4.კანონი რეფერენდუმის დანიშვნის და ჩატარებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ.
5.კანონი სახალხო დამცველის შესახებ.
6.კანონი საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობების და უმუშევრობის სტატუსის შესახებ.
7.კანონი საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლოს უფლებამოსილების, შექმნის და საქმიანობის წესის შესახებ.
8.კანონი საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების, საქმიანობის და უზენაესი სასამართლოს წევრთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
9.კანონი მოსამართლეთა შერჩვის, თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთვისუფლების წესის შესახებ.
10.კანონი პროკურატურის უფლებამოსილების, საქმიანობის და დამოუკიდებლობის გარანტიის შესახებ.
11.კანონი ეროვნული ბანკის უფლებამოსილების, საქმიანობის და დამოუკიდებლობის გარანტიის შესახებ.
12.კანონი ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ.
ერთი სიტყვით, საკონსტიტუციო კანონები სერიოზულ „კორექტირებას“ საჭიროებს!
ის, ვინც ავტოკრატიულ რეჟიმს უჭერს მხარს და მიაჩნია, რომ ჯერ ავტოკრატიასთან ვაჭრობა - გარიგებით და მის მიერ თანაარსებობის პირობებში დაწესებული წესებით მოვიდეს ხელისუფლებაში და შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობას , მის პოლიტიკურ მონოპოლიას მთელი ხალხი დაუმორჩილოს, ეს ძველი „ფირფიტის“ გადამღერებას და „პოლიტიკური კონიუნქტურის ავტოკრატიულ ჭაობში დახრჩობას ნიშნავს“!
„თავისუფლებისა და სამართლიანობის კავშირი“.
მოგვაწოდა ჟურნალისტმა, თამაზ ჭეიშვილმა