13 მაისს, ღამით გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორმა, პოეტმა არჩილ სულაკაურმა დამირეკა (ამ გამომცემლობაში უკვე ორო წიგნი მქონდა გამოცემული):
- ბიჭო, თამაზ, შენ ეხლა როგორც „ლელოს“ თანამშრომელი და „დინამოს“ შატატიანი ჟურნალისტი, რას აპირებ?
- ნომერზე მორიგე ვარ, ერთ საათში ხოშარაულზე გაზეთს გავუშვებ დასაბეჭდად!
- ხედავ რა ამბავია თბილისში?
- მარტო თბილსში, ბატონო არჩილ?
- ჰო, ნამდვილი ეროვნული ზეიმია ამ გაგანია „კომუნიზმში“! შენ მგონი „დინამოს“ ყველა ფერხბურთელის ავტოგრაფი გაქვს?
- როგორ არ მაქვს,რუბრიკა არ შემოვიღე „ლელოში“ „ავტოგრაფი“?!
- ახალკაცის ავტოგრაფიც გაქვს?
- როგორ არ მაქვს! ჯერ ჯიუტობდა, მერე მაგის ძმაკაცი რომ არის დურმიშხან ცინცაძე იმან „ნამუსზე ააგდო“ და დამიწერა „სამადლოდ“! –
ფოტოებსაც ხომ იღებდი?
- აბა როგორ?
- ჰოდა, გაზეთის ბეჭვდა რომ დაიწყება გამოვარდი ჩემთან „ნაკადულში“!
- ამ შუაღამისასაც „ჩხრიალებს ნაკადული“? - ჩხრიალებს, მაგრამ ენგურივით უნდა „დავაქუხოთ“ შენი წიგნის დასაწყისი ჩემი ლექსი იქნება!
მე და მთელ „ნაკადულს“ ორი დღე-ღამე არ დაგვიძინია და აი ეს წიგნი 15 მაისს ვაჩუქეთ გმირ „დიანამო“-ს და მის გულშემატკივრებს. წიგნი მხატვრულად გააფორმა ვალერი ქობალიამ, რომელიც „დინამო“-ს შვილობილი იყო და დიღმის ბაზაზე ცხოვრობდა. ამ წიგნში გავაშუქე ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის ყველა მატჩი, რომელიც დიუსელდორფში ჩვენი „დინამოს“ ტრიუმფით დამთავრდა. მასში დაბეჭდილია ჩემი და სურენ ვართანესოვის ფოტოებიც.
წიგნის უკანა ყდაზე ნახავთ 1981 წლის 13 მაისის დროინდელი „დინამო“-ს ყველა ფეხბურთელისა და მწვრთნელების ავტოგრაფებს. ეს ლექსი კი არჩილ სულაკაურმა 14 მაისს, ღამით დაწერა: თბილისის დინამოელთა სიმღერა ალავერდი რევაზ ლაღიძის - „ხელთ გვიპყრია საოცნებო თასთა თასი!“ აგრე იყოს: ეს ერთი და სხვა ათასი!
საზეიმოდ შენ მოგართვით ეს ნობათი საქართველოვ! ჩვენ გვახსოვდა, რაც თბილისმა დაგვიბარა, არ ვყოფილვართ იქაც ბედის ანაბარა - გვინათებდი, ვით იმედის ნათლისვეტი, საქართველოვ! დინამოს რომ გუგუნებდნენ აქ ბიჭები, რაინამდეც მოდიოდა მათი ხმები: განარჯვება, გამარჯვება, გამარჯვება, საქართველოვ!
არა კმარა? გაგახაროთ ახალ თასით? აგრე იყოს: ეს ერთი და სხვა ათასი!
ჩვენ მზადა ვართ, გავიტანოთ კვლავაც ლელო, საქართველოვ!
14 მაისი, შუაღამე - ამ პატრიორული ლექსის გამო არჩილ სულაკაურს პარტიის ცეკაში „უსაყვედურეს“... ისევე როგორც კოტე მახარაძის „ქრესტომატიული“ დაძახილის გამო დუსელდორფიდან: „ПРЕДСТАВЛЯЮ ЧТО ТВОРИТСЯ СЕЙЧAС В ГРУЗИИЙ! ЛИКУЕТ СТРАНА!“ - ალავერდი „სულაკაურის გამომცემლობა“-ს!... ამ წიგნის გამოცემა დღეს დროული და მამულიშვილური შეძახილი იქნება, როცა ქართული ფეხბურთი სულს ღაფავს...
თამაზ ჭეიშვილი