ივერიონი / ლევან თარხნიშვილი: „ქვეყანა ღრმა კრიზისშია“

ლევან თარხნიშვილი: „ქვეყანა ღრმა კრიზისშია“

საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით NDI-ს კვლევაში ზუსტად არის ასახული მოსახლეობის განწყობა. მათი განმარტებით, ეს არის ადეკვატური შედეგები იმ ვითრებისა, რაც ახლა ქვეყანაშია.

 

"რეალობა არის კატასტროფული. კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანა არის ღრმა კრიზისში. ასევე აჩვენა, რომ მთავრობა არის აცილებული რეალობას. მთავრობა არის ცალკე და ხალხის პრობლემები ცალკე. ამ ვითარებაში გაუგებარია ის, რომ 1 კვირის წინ იგივე მთავრობა დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან თარხნიშვილი.

 

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავრობის ის შემადგენლობა, რომელსაც ცოტა ხნის წინ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობამ ნდობა გამოუცხადა, ვერ მუშაობს.

 

"ამ კვლევებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ეს მთავრობა არანაირ ნდობას არ იმსახურებს და ჩვენი მოქალაქეები უნდობლობას უცხადებენ მათ, აქედან გამომდინარე, ეს მთავრობა აუცილებლად შესაცვლელია", -  განმარტავს პარლამენტის ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრი ზურაბ აბაშიძე.

13-05-2015, 16:43
უკან დაბრუნება