ივერიონი / ნათია ფანჯიკიძე-"მე რომ ბიჭები მომწონს, ისინი ჩამოატარეს"

ნათია ფანჯიკიძე-"მე რომ ბიჭები მომწონს, ისინი ჩამოატარეს"

ნათია ფანჯიკიძე NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 52 პროცენტით ლიდერობს. მოწონების რეიტინგში შემდეგი პოზიცია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას უკავია, რომელიც გამოკითხულთა 51%-ს მოსწონს. რაც შეეხება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გამოკითხულთა 87%-ს მოწონს.

 

"არის ასეთი მაღაზია "კოსტკო" ამერიკაში, სადაც ერთხელ გავაპროტესტე, მე რომ პროდუქტს ვყიდულობდი, რატომ აღარ შემოგაქვთთქო. პერსონალმა მიპასუხა, შენ რადგან მოგწონდა და ყიდულობდი, გეგონა ზოგადადაც კარგად იყიდებოდა და ეტყობა არ იყო ასეო. თუმცა მეორე მისვლაზე 

 

დამახვედრეს ჩემი საყვარელი გემრიელობა. 

ენდიაის კვლევებს არავინ არ ენდობა, მაგრამ მაინც ყველა ნერვიულობს. თავისი მოსაწონი "პროდუქტი" ვისაც არ ხვდება, ის განსაკუთრებით. ხოდა რაღაც ახლა ისე მოხდა, მე რომ ბიჭები მომწონს, ისინი ჩამოატარეს და წამსვე ნდობა გამიჩნდა, ეჭვიც არ მეპარება, რომ პატრიარქი პატრიარქია, პრეზიდენტი ბევრად გასაგები სოციალური მოვლენა ჩემთვის, ვიდრე მთავრობის 95% და იმ მესამესთან საერთოდაც ბავშვობიდან ვმეგობრობ, ძალიან კარგი ტიპია. 

ხოდა ენდიაი იქით იყოს და აი, "პროსტა ასწორებს" რა ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო!

სპილენძის და ალუმინის მედლები არ ითვლება", - წერს ფანჯიკიძე.

 

13-05-2015, 17:36
უკან დაბრუნება