ივერიონი / დიდი კორუფციული ვაქხანალია მერიაში-ანუ „ჩვენი დრო მევიდას“ პრინციპი

დიდი კორუფციული ვაქხანალია მერიაში-ანუ „ჩვენი დრო მევიდას“ პრინციპი

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა თბილისის მერიაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. "პირველ რადიოსთან" საუბრისას გუგავა აცხადებს, რომ მერიაში "კორუფციული ვაქხანალია მიმდინარეობს - "ჩვენი დრო მევიდას" პრინციპით. მისი თქმით, უკონტროლო ვითარება ქალაქსა და ქვეყანაში, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებასა და ქაოსს იწვევს.

 

"მერიაში მიმდინარეობს დიდი კორუფციული ვაქხანალია, მევიდა ჩვენი დროს პრინციპით. ტენდერებში, სახელმწიფო შესყიდვებში და ა.შ. ის პირები იმარჯვებენ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მიმდინარეობს საბიუჯეტო სახსრების მითვისება და ეს ყველაფერი ასახვას პოვებს ქალაქზე. ვუყურებთ ჩვენ მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას, გადათხრილ-გადმოთხრილ გზებს. პრაქტიკულად შეჩერებულია ყველანაირი პროექტის განხორციელება და ყველაფერი ეს ერთობლიობაში ქმნის მძიმე სურათს, რომელიც გვაქვს, როგორც ქალაქში ასევე ქვეყანაში," - განაცხადა გუგავამ.

 

13-05-2015, 18:01
უკან დაბრუნება