რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, მისი და ზურაბ აბაშიძის შეხვედრების ფორმატის ჩარჩოებიდან გამოდის და მოულოდნელ განცხადებას აკეთებს. როგორც გრიგორი კარასინი ,,რია ნოვოსტთან" ინტერვიუში აცხადებს, თბილისსა და მოსკოვს შორის კონტაქტები მაღალ დონეზე შესაძლებელია. ,,პერსპექტივა ყოველთვის არსებობს, მაგრამ იმისთვის, რომ პერსპექტივა რეალობად იქცეს საჭიროა მუშაობა, ჩვენ ისევე ვთვლით, რომ მაღალი და მითუმეტეს ძალიან მაღალი დონის კონტაქტები პატიოსნად უნდა მომზადდეს, რადგან მოუმზადებელი კონტაქტები ყოველთვის არ არის შედეგიანი. ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენ ქართველ კოლეგებს, სწორედ მაღალი დონის კონტაქტების შესაბამისი ნიადაგის მომზადებისთვის ვმუშაობთ აბაშიძესთან ერთად ორივე ქვეყნების ხელძღვანელების დავალებით," -აცხადებს კარასინი.
„პირველირადიო“