ბიძინა ივანიშვილის სახლთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ მდგომარეობას და ლარის ვარდნას აპროტესტებენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. აქციის მონაწილეებს ხელში პლაკატები უჭირავთ წარწერით- "უფასო ფული ხაფანგშია", "მარტო ზებრას და ზვიგენს არ შია", "შეწყდეს ლარის კუპონიზაცია".