ივერიონი / თინა ხიდაშელი: უწყებაში ძალიან ბევრი რამ სამართლებრივად დასალაგებელია

თინა ხიდაშელი: უწყებაში ძალიან ბევრი რამ სამართლებრივად დასალაგებელია

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ უწყებაში ძალიან ბევრი რამ სამართლებრივად დასალაგებელია. ამის შესახებ ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
"ძალიან ბევრი რამ სამართლებრივად დასალაგებელი და ასაწყობია, თუმცა ეს არ არის სპეციფიკური მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთვის. წლების განმავლობაში ყველა მინისტრს რაღაც ტიპის ცვლილება შეჰქონდა ხოლმე, არა მხოლოდ "თავდაცვის" შესახებ და სხვა კანონში ისე, რომ ხშირად ყურადღების მიქცევა და ანგარიშის გაწევა არ ხდებოდა იმისთვის, რა ეწერა დანარჩენ კანონებში - მთავარი იყო, იმ მომენტის კონკრეტული აუცილებლობა დაეკმაყოფილებინათ. ამან, ბუნებრივია, ჩვენს კანონმდებლობაში წარმოშვა ბევრი პრობლემა. ბევრ შემთხვევაში კოლიზიურია კანონი, ბევრ შემთხვევაში ერთმანეთთან თავსებადობის პრობლემები აქვს სხვადასხვა სამართლებრივ აქტებს, რაც ამ სფეროს არეგულირებს. ამიტომ ერთ-ერთი ამოცანა და მიზანი იქნება ისიც, რომ დავალაგოთ ეს სისტემა და გავმართოთ თავიდან ბოლომდე მთელი კანონმდებლობა, დაწყებული მთავარი კანონიდან, რომელიც თავდაცვას ეხება და დასრულებული იმ აქტებით, რომელსაც მინისტრი გამოსცემს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

15-05-2015, 16:51
უკან დაბრუნება