ივერიონი / „პირდაუბანელი დედაკაცობიდან“ თავდაცვის მინისტრობამდე-რამ გააოცა პირველი ლეიბორისტი?

„პირდაუბანელი დედაკაცობიდან“ თავდაცვის მინისტრობამდე-რამ გააოცა პირველი ლეიბორისტი?

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე,  ამ უწყებაში თინა ხიდაშელის  მინისტრად დანიშვნას გამოეხმაურა და წარმატებები უსურვა, ოქრუაშვილი ვარაუდობს, რომ ხიდაშელი მის წინამორბედებზე უკეთესი მინისტრი იქნება. ამგვარ მხარდაჭერას ოქრუაშვილის მხრიდან, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება:

 

"კი მაგრამ, თვითონ ბატონი ირაკლი არ უწოდებდა, თანაც საჯაროდ, ქალბატონ თინას "პირდაუბანელ დედაკაცს" და ეხლა გახდა ღირსეული მისი სპასალარი? აი მაინც რას ნიშნავს ფესვების უკვდავება,ისინი ხომ ერთად გაიზარდნენ ჯერ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, შემდეგ კი, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში და ბიძინას მილიონებით ერთად აღემართნენ ვარდების რევოლუციის კვარცხლბეკზეც. მართალია ამით ქვეყანა დაამხეს, მაგრამ თვითონ ხომ იშოვეს მილიონები. ესეც საქმეა აბა. ისე, მაინტერესებს ბატონი ირაკლი როდის დაუბრუნებს ქვეყანას გატანილ 700 მილიონ დოლარს უცხოეთის ბანკებიდან? თუ ისევ დაურიგებს ამ ფულიდან ხურდებს, წინასაარჩევნოდ მშიერი ადამიანების ხმებს იყიდის ტრადიციულად  და ჩაუჩხრიალებს საერთო ყულაბაში თავის თინას და ბიძინას, როგორც აი ახლა, ადგილობრივ არჩევნებზე გააკეთა" _ წერს პასუხად შალვა ნათელაშვილი.

 

15-05-2015, 19:32
უკან დაბრუნება