ლევან ვასაძის მიერ გამართულ კონფერენციაზე, სახელწოდებით „დასავლური ცივილიზაცია და ტრადიციული ღირებულებები“ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ დასმულ კითხვაზე აქვს თუ არა შესაძლებლობა არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანს, იმუშაოს მის მფლობელობაში არსებულ რომელიმე კომპანიაში, შეკითხვა ბიზნესმენმა უკომენტაროდ დატოვა და აღნიშნა, რომ ისინი დღეს საქართველოს პატრიარქის მიერ ოჯახის სიწმინდის დღის დაწესებას აღნიშნავენ. კონფერენციის დაწყებისას კი ლევან ვასაძემ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელებს მიმართა და მოუწოდა შეწყვიტონ უზნეობის კამპანია, რომელიც პირველ რიგში ბადრი პატარკაცისვილის სახელს არცხვენს, ხოლო რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“ კი, ვასაძის განცხადებით არხმა უზნეობის რეკორდი მოხსნა.