ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გამორჩეული ერი ვართ

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გამორჩეული ერი ვართ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე აქციის ჩატარებას ცივილიზებულობის გამოხატვად აფასებს. თბილისში გამართულ აქციებს პრემიერ-მინისტრი გურიიდან გამოეხმაურა.


"დღეს რამდენიმე აქცია იყო თბილისში და მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ყველაფერი მშვიდად, ცივილიზებულად და დემოკრატიულად ჩატარდა. მინდა, კიდევ რთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ღირსეული და გამორჩეული ერი და ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის ინტერესები. დავამტკიცეთ, რომ ვართ ცივილიზებული სახელმწიფო და ნამდვილად გვსურს ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება. მინდა, ორგანიზებაში ჩართულ სამსახურებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადავუხადო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას ასევე მიულოცა პატრიარქის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღე. "მინდა მოგილოცოთ, ყველას ვუსურვო, გაძლიერდეს ქართული ოჯახი, რადგან ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტი და ამაზე დგას ჩვენი ქართული სახელმწიფო", - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

17-05-2015, 18:06
უკან დაბრუნება