ივერიონი / რიჩარდ ნორლანდი: არავინ უნდა იყოს ძალადობის ან დისკრიმინაციის მსხვერპლი

რიჩარდ ნორლანდი: არავინ უნდა იყოს ძალადობის ან დისკრიმინაციის მსხვერპლი

არავინ უნდა იყოს ძალადობის ან დისკრიმინაციის მსხვერპლი, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს.


ელჩის განმარტებით, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მისი პოტენციალი სრულად იყოს რეალიზებული.


"17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მე-11 წლისთავი აღინიშნება. ამ დღეს, კიდევ ერთხელ, მხარს ვუჭერთ ყველა ადამიანის თანასწორობასა და ღირსებას და ვადასტურებთ, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალურია. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მისი პოტენციალი სრულად იყოს რეალიზებული. არავინ უნდა იყოს ძალადობის ან დისკრიმინაციის მსხვერპლი, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ვუერთდებით ყველას, ვინც საქართველოში ამ დღის მშვიდობიანი აღნიშვნისათვის შრომობს", - ნათქვამია რიჩარდ ნორლანდის განცხადებაში.

17-05-2015, 18:15
უკან დაბრუნება