ივერიონი / დავით კერესელიძე: რიგის სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს

დავით კერესელიძე: რიგის სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი კი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციაში, ასევე მონაწილეობას მიიღებს იმ შეხვედრაში, რომელსაც ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი დაესწრება.

"როცა კარგად მუშაობ და გაქვს წარმატებები, რა თქმა უნდა, მაქსიმუმს ელოდები და ამ მაქსიმუმის მოლოდინი ნამდვილად არის. ჩვენ დეკლარაციის ტექსტი ჯერ არ ვიცით. არ ვიცით, კონკრეტულად რა ჩაიწერება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ძალისხმევა იქნება დადებითად შეფასებული და ევროკავშირის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ დაადასტურებს მხარდაჭერას და კმაყოფილებას საქართველოს რეფორმებით და იმით, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის", - განაცხადა დავით კერესელიძემ.
 
აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი 21-22 მაისს გაიმართება.

18-05-2015, 11:42
უკან დაბრუნება