უფლებადამცველმა გიორგი თევზაძე საგანგაშოს უწოდებს ქართული უნიკალური ძეგლის საყდრისში შექმნილ დღევანდელ ფაქტობრივ რეალობას.
„თვითმხილველების განცხადებით დღესდღღეობით ისტორიული საბადო მთლიანად ჩამოშილილი და ფაქტიურად განადგურებულია სადაც სამუშაოებს აწარმოებს კომპანია "არემჯი,, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მიდგომამ და მიღებულმა გადაწყვეტილებებმა წაახალისა და შეუწყო ხელი, როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ საბადოს კვალიც კი აღარ არსებობს " ფაქტია, რომ ოქროს საბადოს უნიკალური აღმოჩენა არქეოლოგიაში კვლავ საქართველოში გაკეთდა. კაზრეთში, საყდრისის მთის ფერდობებზე ძველი წელთაღიცხვის მეოთხე ათასწლეულის ბოლო პერიოდის უნიკალური მაღაროებია აღმოჩენილი. ახალი აღმოჩენით დასტურდება, რომ ამ პერიოდში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ოქროს მოიპოვებდნენ და მადნის გადამუშავების სპეციფიკური წესიც არსებობდა. აღმოჩენა ქართულ-გერმანულ ექსპედიციას ეკუთვნის. გათხრები 2004 წელს ტერიტორიაზე სამარხების აღმოჩენის შემდეგ დაიწყო. რამდენიმე წლის წინ დაწყებული კვლევისას მეცნიერებმა გვირაბები იპოვეს, რომლებშიც მაშინდელი ვერსიით, მადანი მოიპოვებოდა. 2004 წელს გამოთქმული პროგნოზი ამ ახალი მსოფლიო მასშტაბის უნიკალური აღმოჩენით უკვე საბოლოოდ დადასტურდა.
ნაპოვნია მადნის მოსაპოვებელი და და დასამუშავებელი იარაღები, აღმოჩენილია ასევე მადნის გამოსაწვავი ქვით მოპირკეთებული მონაკვეთები, საცხოვრებელი ადგილები, წინასწარი დასკვნით, ოქროს ეს მაღაროები მსოფლიოში უძველესია, ასეთი უნიკალური ექსპონატები მსგავსი დანიშნულებით ეგვიპტეშიც კი არ არის ნაპოვნი. საქართველოს კულტურის სამინისტრომ რათქმა უნდა ალბათ ხელისუფლებასთან შეთანხმებით საქართველოს ისტორიის ქართველი ერის ეს ისტორიული კუთვნილების დანგრევის საშვალება რატომღაც კომპანია "არემჯის,, მესვეურებს მისცეს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებით, რომლებმაც თავინთი მხრივ იგნორირება გაუკეთეს გასაჩივრების ვადებს რითაც უპატივცემულება გამოხატეს სასამართლო ხელისუფლების მიმართ რაც საზოგადოებაში ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს რადგანაც მეორე დღესვე დაიწყეს საყდრისის ძეგლის აფეთქება, რაც უდაოთ შავ ლაქად ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში, ალბათ მომავალი თაობები ასეთ დამოკიდებულებას ქართულ ისტორიულ მემკვიდრეობის მიმართ საყდრისთან მიმართებაში მხოლოდ ოცდაათ ვერცხლად შეაფასებს“-აღნიშნულია უფლებადამცველის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში