საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში 12-13 ივნისს ევროპული ოლიმპიადის გახსნას დაესწრება.
პრემიერმა ბათუმში, აზერბაიჯანული კომპანია "სოკარის" წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია აჭარის რეგიონისთვის. მადლობა მინდა ვუთხრა "სოკარის" პრეზიდენტ როვგან აბდულაევს. ვულოცავ ახალი ოფისის გახსნას მას და აჭარის მთავრობას. აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და მივესალმებით მათ ინვესტიციებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.