"სოლიდარული ვარ ქალბატონი რუსუდანის და, ზოგადად, შარაძეების ოჯახის მიმართ", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მოკლული გურამ შარაძის შვილის რუსუდან შარაძის დღევანდელ განცხადებას.
"სოლიდარული ვარ ქალბატონი რუსუდანის და, ზოგადად, შარაძეების ოჯახის მიმართ. სამწუხაროდ, ეს ტრაგედია დღესაც ბუნდოვანია და ოჯახს აქვს განცხა, რომ პიროვნება, რომელიც მხილებულია ბატონი გურამის მკვლელობაში, არ წარმოადგენს რეალურად მკვლელს. ძალიან მწყდება გული, რომ მართლმსაჯულების კუთხით შეკითხვები კიდევ არსებობს საზოგადოებაში. პრობლემები, რა თქმა უნდა, არის. ამის გამოხატულებაა სწორედ ის, რომ ვფიქრობთ პროკურატურის და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირებას. კონტროლი და გამჭვირვალობა ურთიერთდაკავშირებული პროცესებია და თუ არ იქნა კონტროლის მექანიზმები, რთული იქნება გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და პირიქით. ეს კომპლექსური ღონისძიებებია, ამიტომ სოლიდარობას ვუცხადებ ქალბატონი რუსუდანის მოთხოვნას", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.