ამერიკელ სამხედრო ექსპერტთა ჯგუფმა - We Are The Mighty-მა მსოფლიოში ათი ყველაზე ძლიერი არმიის სია გამოაქვეყნა. "ლიგა ნეტის" ცნობით, პირველი ადგილი აღნიშნულ რეიტინგში აშშ-ის არმიამ დაიკავა, მეორე რუსეთმა, მესამე კი ჩინეთმა.
კვლევის მიხედვით, პირველ ადგილზე მყოფი აშშ თავდაცვითი ინდუსტრიის განვითარებისათვის წელიწადში 577 მილიარდ დოლარს ხარჯავს, რაც დანარჩენი ცხრა ქვეყნის თავდაცვით ბიუჯეტზე გაცილებით მეტია. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, ეს ქვეყანა წელიწადში 60 მილიარდ დოლარს ხარჯავს თავდაცვის სფეროსთვის. იგი დიდი რაოდენობის შეიარაღებას ფლობს, როგორც ჯავშანტექნიკას, ასევე სამხედრო-საზღვაო ფლოტს.
ჩინეთს სიდიდით მეორე სამხედრო ბიუჯეტი აქვს, მას ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავს მსოფლიოში. რაც შეეხება რეიტინგის სხვა ქვეყნებს, მეოთხე ადგილს ინდოეთი, მეხუთეს- დიდი ბრიტანეთი, მეექვსეს - საფრანგეთი, მეშვიდეს - სამხრეთ კორეა, მერვეს - გერმანია, მეცხრეს - იაპონია, ხოლო მეათეს თურქეთი იკავებს.