ივერიონი / რომელი თანამდებობის პირებს შეეზღუდებათ პრემიების აღების უფლება?

რომელი თანამდებობის პირებს შეეზღუდებათ პრემიების აღების უფლება?

ზაქარია ქუცნაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის ახალ ინიციატივას პრემიების შეზღუდვასთან დაკავშირებით საზოგადოება სულ მალე გაეცნობა. ქართული ოცნების წევრის თქმით, ის უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს იმ მაღალი თანამდებობის პირთა წრეს, ვისაც შეეხება ეს შეზღუდვა.

 

"ერთის მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ლარის დევალვაციის გამო და მეორეს მხრივ, ქამრების შემოჭერის პოლიტიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ პარლამენტმა მაღალი თანამდებობის პირებს, მიმდინარე საბიუჯეტო წლის დასრულებამდე შეუზღუდოს პრემიების აღების უფლება," - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პირმა შეიძლება დამსახურებისამებრ აიღოს პრემია, ამ ეტაპზე უმჯობესი იქნება რომ პრემიებზე უარი ითქვას. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ისინი საკითხის განსახილველად მზად არიან.

 

 

19-05-2015, 10:17
უკან დაბრუნება