პროკურატურისთვის ბესიკ ხარძიანის სავარუდო მკვლელის ვინაობა ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას „პირველირადიო“ ავრცელებს. სააგენტო ავრცელებს ასევე სათვალთვალო კამერით დაფიქსირებულ ფპროკურატურისთვის, ბესიკ ხარძიანის სავარუდო მკვლელის ვინაობა ცნობილია. ოტოს.
სააგენტოს ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ პროკურატურა ეროვნებით ჩეჩენ მამაკაცს ეძებს. "პირველი რადიოს“ მიერ გავრცელებული ფოტომასალის მიხედვით, ფოტოები გადაღებულია ე.წ. ბარნოვის ხიდზე. ფოტოებში ჩანს, რომ კიბეებზე ჩასვლისას, პიროვნება იხდის შავი ფერის ქურთუკს და მას მეორე მხრიდან - ლურჯი ფერის მხრიდან იცვამს. გავრცელებული ინფორმაციით, 2 აპრილს ხარძიანს სწორედ შავ ქურთუკში ჩაცმულმა მამაკაცმა ესროლა.
ფოტომასალის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ გარდაცვლილი ბიზნესმენის დას და ოჯახის ადვოკატს.
პროკურატურა ფოტომასალის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. გამოძიებას არ აქვს ვალდებულება ბრალდებულის დაკავებამდე გამოძიების მასალები და დეტალები დაზარალებულ მხარეს გააცნოს.