ამ დღეების განმავლობაში ისეთი საინტერესო ვერსიები წავიკითხე და მოვისმინე საკუთარ თავზე, ისე ავაფორიაქე და შევაშინე ვიღაცეები, რომ უკვე სარკეში ჩახედვის მეშინია, მეც იგივე არ დამემართოს საკუთარ თავზე
გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს
ქოცების ვერსიები:
1. სარიშვილი სულ მიშისტი იყო და გვატყუებდა და ალბათ მაგიტომ არ დაიჭირა მიშამ;
2. გაუჭირდა, ფული შემოაკლდა და მიშა უხდის ეხლა ფულს. თანხაც დასახელებულია – 5000 დოლარი თვეში (ცოტაა, მე დღეში მინდოდა – შენიშვნა ჩემია);
3. მკვდარია პოლიტიკურად და ამ გზით ცდილობს თავის გაცოცხლებას.
სექტანტი ნაცების ვერსიები:
1. კრემლის დავალებას ვასრულებ, ვიყენებ ნაცებს, მერე ვყოფ კარგებად და ცუდებად, რომ მერე ზურგში დანა ჩავცხო;
2. მიშას ჩამოტყუება მინდა საქართველოში და ვინ იცის მერე რას ვუპირებ;
3. მკვდარი ვარ პოლიტიკურად და ნაცების ხელით ვცდილობ გაცოხლებას (მესამე ვერსია, როგორც ხედავთ, მთლიანად ემთხვევა ქოცებისას).
დიდი გონიერება არ არის იმისთვის საჭირო, რომ თითქოს ორი ურთიერთდაპირისპირებულთა ვერსიები ერთმანეთს ავსებს და ერთნაირი ხალისითაა ატაცებული ორივე მხრიდან.
გარდა ამისა, მუხლჩაუხრელად მოქმედებს ჩემი ცხოვრების მემატიანეთა მობილური ჯგუფი, რომლებიც, გარდა იმისა, რომ თვალყურს ადევნებენ, ვინ ალაიქებს ჩემს სტატუსებს, ჩემს გამონათქვამებს და ვიდეოებს ავრცელებენ, თუ რამეზე ხელი მიუწვდებათ. შემიძლია დავეხმარო, თუ დაჭირდებათ ან რამე დააკლდებათ, სხვა თუ არაფერი, უფასო რეკლამას მიკეთებენ და ამ მცირედს მადლობის ნიშნად ჩემგან ნამდვილად იმსახურებენ.
ასე გააგრძელეთ ძალიან საყვარლებო, არ მოდუნდეთ
მერე, როცა დაიღლებით, სადმე შემაღლებულ ადგილზე დადექით ყველა ერთად, ხელი ჩასჭიდეთ ერთმანეთს (არა მგონია გაგიჭირდეთ, თქვენ ხო საერთო მტერი გყავთ ჩემი სახით) ხოდა მთელი ძალით გამოექანეთ და რას უნდა დაასკდეთ,გეცოდინებათ, თუარადა ხელცქციტას კითხეთ, აგიხსნით
მე კი მაგრად ვერთობი, იმან იკითხოს, ვინც თქვენს იმედზეა
სტატუსი: ვაგრძელებ და დღითიდღე უფრო საშიში ვხდები