დედაქალაქის მთავრობა ქალაქში პრობლემებს ვერ აგვარებს, განცხადება ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდბელმა დეპუტატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა გააკეთა.
როგორც ელისაშვილმა განაცხადა, ქალაქის მერის, დავით ნარმანიას მთავრობამ დედაქალაქს პრობლემები დაუმატა.
"პრობლემა თქვით, რომლის მოგვარებაც დაიწყეს. ასეთი მე არ მინახავს. რამე იცვლება და მე სხვა ქალაქში ვცხოვრობ? მილიონი ხე კი არა, ხეები იჩეხება. ყასაბია ბიძინა გიორგობიანი, გარემოს დამცველი კი არა," - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა გადაცემაში "არჩევანი."