საქართველოს პროკურატურამ ჯონდი ბაღათურიას მიერ შეტანილ განცხადებაზე, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს და მინისტრის საქმიანობის შესწავლას ეხება მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ „ კვირის ქრონიკა“ წერს. ქართული დასის ლიდერის განცხადებით ბადაშვილის უწყება სამართლიანად მოიქცა, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ გამოძიებაზე პოლიტიკური ზეწოლა იქნება და ამ საქმეს ისე წარმართავენ, რომ მაღალჩინოსნებმა პოლიტიკური და ფინანსური ზიანი არ მიიღონ.
"დაიწყო კალაძის საქმიანობის შესწავლა. საქმეში არა მხოლოდ კალაძე ფიგურირებს. იქ არიან სხვა მაღალჩინოსნები ენერგეტიკის სფეროდან. თუმცა ცენტრალური ფიგურა მაინც კალაძეა. პროკურატურისგან ვითხოვ, რომ კახი კალაძის საქმიანობა გამოძიებული იყოს იმ მიმართულებით, რომ მას და მის ბიზნეს პარტნიორებს ენერგეტიკის სფეროში აქვთ კომერციული ინტერესები. შესაბამისად, ისინი კომერციულად არიან დაინტერესებულები გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფები გაიზარდოს. სწორედ კახი კალაძემ გამოიყვანა საკუთარი ბიზნეს-პარტნიორები ენერგეტიკის სამინისტროში საკვანძო თანამდებობებზე და ისინი ლობირებენ ტარიფების გაზრდას"- აცხადებს ჯონდი ბაღათურია "კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში.