"გამოვხატეთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ამ გზაზე".
ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინსტრთან მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ქალბატონი მინისტრი იმყოფებოდა ბერლინსა და ბრიუსელში, იგი დეკემბრის დასაწყისში დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრას, სადაც კვლავ იქნება აღნიშნული საქართველოს პროგრესი ნატო-სკენ. ჩვენ გამოვხატეთ მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და შევეცდებით, მომავალში ჟენევის პროცესის ფარგლებში, ეს პრინციპები განვამტკიცოთ", - აღნიშნა ფილიპ გორდონმა.
დღეს აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინსტრს მაია ფანჯიკიძესა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასაინიას შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ ფილიპ გორდონი საქართველოს გუშინ ორდღიანი ვიწიტით ეწვია. გორდონმა ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტის თავჯდომარეს დავით უსუფაშვილსა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს.