ივერიონი / ისრაელის დაბომბვა გრძელდება

ისრაელის დაბომბვა გრძელდება

ღაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქების აშდოდისა და და გან-იავნის მიმართთულებით სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიებზე ბევრი ემიგრირებული ებრაელი ქართველი ცხოვრობს.

 

რადიოსადგურ "კოლ ისრაელის" გვამცნობცნობიტ,  ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ხუთი რაკეტა ჩამოაგდო.მოსახლეობა აცხადებს, რომ სულ მცირე, შვიდი უძლიერესი აფეთქების ხმა გაიგონეს.

 

პარალელურად "ჰამასის" მიერ ორჯერ დაიბომბა სდეროტი, ისინი მოლაპარაკებაზე წასვლას არ აპირებენ.

 

განგაში გამოცხადდა აშკელონშიც, სადაც რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა. ამ დროისთვის ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ არ ვრცელდება.

17-11-2012, 13:12
უკან დაბრუნება