ინტერნეტსივრცეში ცნობილი თურქი ექიმის სარაჩოლუს შემუშავებული გამაჯანსაღებელი, ვიტამინებით სავსე სასმელის რეცეპტი გავრცელდა. როგორც დოქტორი აცხადებს, სრული კურსი წვავს ცხიმებს (განსაკუთრებით ღვიძლის გარშემო), აქვეითებს მადას, გამოირჩევა დიურეტიკული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით, აძლიერებს იმუუნიტეტს, ცოცხივით ასუფთავებს თქვენს ორგანიზმს ტოქსინებისგან, მოკლე დროში გაგათავისუფლებთ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამისგან, მოგაშორებთ თირკმელებში არსებულ კენჭებს, თავს კი მსუბუქად და ენერგიულად გაგრძნობინებთ.
თურქი ექიმი ამ კურსის გავლას განსაკუთრებით В ან С ტიპის ჰეპატიტით დაავადებულებს ურჩევს.
ბუნებრივია, აღნიშნული რეცეპტი საგრძნობლად გააუმჯობესებს თქვენი კანის მდგომარეობასაც, რაც ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის საუკეთესო მაჩვენებელია.
ყურადღება: გამაჯანსაღებელ რეცეპტს უკუჩვენებაც აქვს - გასტრიტით დაავადებულებმა კურსის ჩატარებისგან თავი უნდა შეიკავონ.
და აი, თავად კურსიც:
ბლენდერში დაამუშავეთ 3-4 ღერი ოხრახუში, ორი კბილი ნიორი (საშუალო ზომის), 1 სუფრის კოვზი ლიმონი, ნახევარ ჭიქაზე ოდნავ მეტი წყალი (ისე, რომ მთელი სითხის მოცულობამ 1 ჭიქა შეადგინოს). მიირთვით ერთი ჭიქა ვიტამინებიანი სასმელი საუზმის წინ და ვახშმამდე, სამი დღის განმავლობაში. შემდეგი სამი დღის მანძილზე სასმელი მხოლოდ ოხრახუშითა და ლიმონით, ნივრის დამატების გარეშე მოამზადეთ, ბოლო სამი დღე კი კვლავ თავდაპირველი წესით - ნივრით შეზავებული სითხე მიიღეთ. ამრიგად, საერთო ჯამში კურსი 9-დღიანია.
სურვილის შემთხვევაში, კურსის გამეორება რამდენიმეკვირიანი შესვენების შემდეგ კვლავ შეიძლება.
P. S. „ივერიონი“ გირჩევთ, ნებისმიერი სამკურნალო ან გამაჯანსაღებელი საშუალების მიღებამდე კონსულტაცია თქვენი მკურნალი ექიმისგანაც მიიღოთ.