იორდანიაში მელოგინე ქალს ქირურგმა მუცელში... მობილური ტელეფონი ჩაუტოვა. მოწყობილობა ვიბრაციის წყალობით „აღმოაჩინეს“. თუმცა, მაშინვე კი არა, რამდენიმე დღის შემდეგ...
ახლადნამშობიარებმა ქალბატონმა მუცელში გაურკვეველი მოძრაობები შეიგრძნო, ღრუში უცხო სხეულის არსებობა ივარაუდა და დახმარებისთვის მედიკოსებს მიმართა. ექიმებმა ქალი დაამშვიდეს: მუცლის ყრუ ტკივილი ფანტომური წარმომავლობის არისო.
პაციენტმა სხვა საავადმყოფოს მიმართა, სადაც ქალს მუცელში აღმოუჩინეს მობილური ტელეფონი, რომელიც იქ ოპერაციის დროს მოხვდა. ექიმებმა უცხო სხეული დაუყოვნებლივ ამოიღეს, დაზარალებული კი სამართალდამცველებთან გადაამისამართეს.