ივერიონი / შიდა ქართლის ადმინისტრაცია-24 თანამშრომელზე გაცემული 142 604 ლარი

შიდა ქართლის ადმინისტრაცია-24 თანამშრომელზე გაცემული 142 604 ლარი

ბოლო ოთხი თვის განმვალობაში, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელფასო დანამატის სახით 21 585 ლარი დარიგდა (თებერვალში - 12 735; მარტი - 2 950; აპრილი - 2 950). აღნიშნულ ინფორმაციას ტელერადიოკომპანია ,,თრიალეთი" ავრცელებს. ,,თრიალეთის" ინფორმაციით, უწყებაში სულ 24 პირია დასაქმებული, მათგან 3 შტატგარეშე თანამშრომელია. თანამშრომელთა სახელფასო ხარჯმა იანვრიდან აპრილის ჩათვლით 98 849 ლარი შეადგინა. რაც შეეხება პრემიებს, მხარის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა თანამშრომლების წახალისების ეს ფორმა გასულ თვეს გამოიყენა და ამ მიზნით 22 170 ლარი დახარჯა. ჯამში აპრილის თვეში სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასებზე, დანამატებსა და პრემიებზე 51,219 ლარი დაიხარჯა. პრემია აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დარიგდა. რაც შეეხება ბოლო 4 თვის ხარჯს სახელმწიფო რწმუნებულის აპატარში დასაქმებულ 24 პირის შრომით ანაზღაურებასა და წახალიზებაზე სულ 142 604 ლარია დახარჯული.

 

23-05-2015, 09:01
უკან დაბრუნება