ივერიონი / რამდენი პატიმარი დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს?

რამდენი პატიმარი დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს?

 

30 ათასი პატიმრიდან 25 ათასი მაინც ითხოვს თავისი საქმის გადასინჯვას. ამიტომ ძალიან აკადემიურად არ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს და  გადასინჯვაში გარკვეული ზედაპირულობა უნდა დავუშვათ.  

 

ამის შესეხებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, დიდია მოლოდინი, რომ ბევრი პატიმარი დროზე ადრე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს. 

 

"ჩვენ ცოტა დრო გვაქვს, პატიმრები გველოდებიან, სასწრაფოდ უნდა მივიღოთ კანონი და დაიწყოს საქმეთა ხელახალი განხილვა. უნდა შემოვიტანოთ მეტი პრაქტიკული მომენტი და თეორია ცოტა გვერდით გადავდოთ", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.

 

 

 

 

17-11-2012, 14:37
უკან დაბრუნება