ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი პავლე კუბლაშვილი დღეს გავრცელებული განცახდების გარდა, დამატებით დეტალებზე საუბარს არ აპირებს. მისი თქმით, შიდა პარტიულ სამზარეულოზე საუბარი არაკორექტული იქნება.
კუბლაშვილი სამომავლო გეგმებზე საუბრობს, მათ შორის ახალი პოლიტიკური ძალის პროდასავლურ კურსზე ამახვილებს ყურადღებას.
"ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი პოლიტიკური ცენტრი, რომლის გარშემოც შეიკრიბება ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს ინტერესი პროცესებისადმი. ეს იქნება პროდასავლური გაერთიანება, რომელსაც ექნება ის ღირებულებები, რაც ჩვენი მხრიდან არაერთხელ დაფიქსირებულა ნაციონალური მოძრაობის ფარგლებშიც. ვისი პროექტია, ვინ დგას ამის უკან, ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან მალე დაინახავს რა რეალური გეგმები გვაქვს,"-აცხადებს კუბლაშვილი.
ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები აქტიური მოქმედების დაწყებას ივნისიდან გეგმავენ.