ივერიონი / ზურაბ ჭიაბერაშვილი: „მთავრობის უნიათობა პირდაპირი შედეგია იმისა, რომ ქვეყანას მართავს ოლიგარქი ივანიშვილი კულისებიდან"

ზურაბ ჭიაბერაშვილი: „მთავრობის უნიათობა პირდაპირი შედეგია იმისა, რომ ქვეყანას მართავს ოლიგარქი ივანიშვილი კულისებიდან"

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მთავრობის მუშაობის 2 წლიანი ანგარიშის წარმოდგენას ოპოზიციაც ესწრებოდა. 

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი ეთანხმება სამოქალაქო სექტორის შენიშვნებს და აცხადებს, რომ ეს შედეგი მთავრობის არაკომპეტენტურობის და არაფორმალური მმართველობის შედეგია. 

 

"მთავრობის ის არაკომპეტენტურობა და უნიათობა პირდაპირი შედეგია იმისა, რომ ქვეყანას მართავს ოლიგარქი ივანიშვილი კულისებიდან, რასაც არასამთავრობო სექტორი აბსოლუტურად ცხადად და ღიად აფიქსირებს. ზოგადად ძალიან ბევრი პრობლემა გამოავლინა არასამთავრობო სექტორმა ქვეყანაში და ეს არის ზუსტი ასახვა იმ მდგომარეობისა, რაშიც ქვეყანაა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით," - განაცახდა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.  

28-05-2015, 13:28
უკან დაბრუნება