"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის დეპუტატ გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობიდან წასული დეპუტატების მიერ პარლამენტში ფრაქციის შექმნა მათთვის ხელისშემშლელი არ იქნება. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრების მიერ პარლამენტში ფრაქციის შექმნა ხომ არ იქნება ხელისშემშლელი მათთვის.
"ხელისშემშლელი არ არის, ჩვენ, ჩვენს საქმეს ვაგრძელებთ. ხედავთ რომ დღესაც აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას კონფერენციაში, აქტიურად ვართ პარლამენტში და ყველაფერს ვაკეთებთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება კითხვას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრებს პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად ორი ადამიანი სჭირდებათ, გიორგი ვაშაძემ უპასუხა, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
"ღმერთმა გაუმარჯოთ, სადაც უნდათ იქ იპოვონ. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.