საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დეპუტატებს, მთავრობის წევრებსა და სასამართლოს წარმომადგენლებს კონსტიტუცია უსახსოვრა. ფაქტს უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი გამოეხმაურა, რომელიც 2014 წლის 16 სექტემბერს პრეზიდენტის რეზიდენციაში კონსტიტუციით ხელში მივიდა. ქუცნაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ქმედებაში "ცუდს ვერაფერს ხედავს".
"პრეზიდენტმა დამიბრუნა ხურდა და თან ლამაზ ყდაში ჩასმული. გახსოვთ, მეც მივედი მასთან კონსტიტუციით. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ხუმრობის გარეშე ვიტყვი, რომ ჩვეულებრივი ჟესტია. ამას პოლიტიკურ მნიშვნელობას თუ ვინმე ანიჭებს, მაშინ თქვას, რატომ ანიჭებს", - განაცხადა ქუცნაშვილმა.