ივერიონი / გამოძიება სოსანაშვილის თანამზრახველების კვალზე გავიდა

გამოძიება სოსანაშვილის თანამზრახველების კვალზე გავიდა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთს ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ეძებენ, რომელზეც გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება გია სოსნაშვილისა და ირაკლი ფირცხალავას სატელეფონო კავშირის მეშვეობით გავიდა. არსებული ცნობით, საგამოძიებო უწყებიდან სპეციალური ჯგუფი უკვე გაემგზავრა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც გამოძიების მიერ იდენტიფიცირებული პირი იმყოფება.

 

არაოფიციალური ინფორმაციით, პირი რომელსაც ევროპის ქვეყანაში ეძებენ, კავშირშია ზურაბ ვაზაგაშილის მკვლელობის ბრალდებით დაკვებულებთან.

 

ფორ.გე ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატს, მერაბ ჩიქოვანს ესაუბრა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში კიდევ ერთ-ერთი ბრალდებულის ძებნა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარეობს. ვინ არის ეს ადამიანი და რა კავშირი აქვს მას გია სოსანაშვილთან?

 

- საქმის მასალების გაცნობის შემდეგ შემიძლია გითხრათ, რომ სოსანაშვილი მარტო არ მოქმედებდა, მას ჰყავს თანამზრახველებიც, რომელთა რიგებშიც სავარაუდოდ, შესაძლებელია, იყვნენ როგორც თანამზრახველები, ასევე დამკვეთები.

 

და ვინ არიან ისინი, ყოფილი თანამშრომლები, თუ საერთოდ არ არიან ძალოვანი უწყების თანამშრომლები?

 

- გამოძიება მიმდინარობს, რომ მოხდეს ამ ადამიანის, თუ ადამიანების გამოვლენა. იცით, რომ 28 მაისს უნდა ჩატარებულიყო წინასასამართლო სხდომა, მაგრამ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მოითხოვა საქმის გაგრძელება. სად მიმდინარეობს აღნიშნული პირის, ან პირების ძებნა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ამ ინფორმაციის გასაჯაროვებისგან თავს შევიკავებ.

 

გამოძიებამ გამოკვეთა ირაკლი ფირცხალავას და გია სოსანაშვილის სატელეფონო კავშირები. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, პროკურატურამ შეძლო იმ ადამიანის იდენტიფიცირება, ვისთანაც გია სოსანაშვილს და ირაკლი ფირცხალავას პარალელურ რეჟიმში, ჰქონდათ სატელეფო კავშირი. თქვენ თუ შეგიძლიათ ამ ინფრომაციის დადასტურება?

 

- რაც შეეხება სოსნაშვილის კავშირებს, გამოძიებას ამ კუთხით ჩატარებული აქვს და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. თუმცა, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ იმ ინფორმაციის გამჟღავნებისაგან, ვისთან ჰქონდა სოსანაშვილს 20 იავნარს კავშირი, ან მანამდე. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეული გარემოებები, რაც დაკავშირებულია თქვენს კითხვასთან, შესწავლილია.

 

გასაგებია, მაგრამ გარდა ირაკლი ფირცხალავასი, ჰყავს თუ არა გამოძიებას იდეტიფიცირებული პირი, რომელთაც სოსანაშვილს ჰქონდა ინტენსიური სატელეფო კავშირი, რომელიც კავშირშია ვაზაგაშვილის მკვლელობასთან?

 

- რაც შეეხება კავშირებს, სოსანაშვილის მოძრაობებს, მოქმედებებს და ა.შ. ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებები და ამავდროულად, მიმდინარეობს სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედება. მესმის, თქვენი ინტერესი, მაგრამ სხვა დეტალების გახმაურებისგან თავს შევიკავებ.

 

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, იური ვაზაგაშვილის მკვლელობას აქვს თუ არა პირდაპირი კავშირი მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებთან?

 

- საზოგადოებისთვის ნათელია, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა განხორციელდა დაკვეთით. საგამოძიებო სტრუქტურების ერთი ნაწილი ამ მიმართულებით მუშაობს, იმედი მაქვს, რომ გამოძიება შეძლებს ამ ადამიანის, ან ადამინთა ჯგუფის გამოკვეთას და მათ პასუხისგებაში მიცემას. რაც შეეხება კავშირს, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის გამორიცხული.

 

რაც შეეხება თვალთვალს, როგორც ირკვევა იური ვაზაგაშვილს ნაცრისფერი ავტომანქანით უთვალთვალებდნენ. დაადგინა გამოძიებამ, ვის ეკუთვის აღნიშნული ავტომანქანა, ვინ მართავდა და ვისი დავალებით ხორციელდებოდა თვალთავლი?

 

- მესმის თქვენი ინტერესი, მაგრამ მიმდინარეობდა თუ არა ბატონ იური ვაზაგაშვილზე თვალთავლი და ა.შ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ დეტალების დაკონკრეტებისგან. ჩვენ ვერ ვისაუბრეთ ღიად იმ საქმეზე, რომელზეც მიდის საგამოძიებო მოქმედებები. შემიძლია გითხრა, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებამ ბევრი საინტერესო დეტალი გამოკვეთა.

 

შესაძლებელია ბრადებულების რიცხვი გაიზარდოს?

 

- რა თქმა უნდა. კანონის შესაბამისად დაისჯება ყველა ის პირი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ვანდალიზმში. იმედს ვიტოვებთ, რომ ობიექტური გამოძიება გაარკვევს ყველა მონაწილე პირს - ვინ რა როლი ითამაშა. დაისჯება, როგორც დამკვეთი, ასევე ბატონი სოსანაშვილის დამხმარეებიც და მონაწილეებიც. საქმეში არსებული ყველა მასალა კანონიერად არის მოპოვებული და ადასტურებს სოსანაშვილის ბრალეულობას იური ვაზაგაშვილის საქმეში. სოსანაშვილი არის ერთი რგოლი და მკვლელობა მისი მხრიდან განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ, შეკვეთილი მკვლელობის ფარგლებში. ვფიქრობთ, სხვა პირების პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება. გამოძიების მიზანია უკვე სხვა დანარჩენ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის გამოვლენა და დაყენება.

წყარო: "ფორ.გე"

 

29-05-2015, 14:59
უკან დაბრუნება