საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ბუტა რობაქიძის პროცესი სოსო რობაქიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა.
ბუტა რობაქიძის მამის თქმით, მისი გაღიზიანება ადვოკატის კითხვებმა გამოიწვია.
მისი მტკიცებით, პირად საუბარში ადვოკატმა კობა კობახიძემ აღიარა, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფ ზურაბ მიქაძეს მხოლოდ იმიტომ იცავდა, რომ მიქაძის შვილი მისი თანაშემწეა.
კობახიძემ ბრალდებები უარყო, თუმცა განაცხადა, რომ მიქაძის შვილი მასთან მართლაც მუშაობს.
ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა სასამართლოში 23 ივნისს განახლდება.