უკრაინელი დეპუტატების ინფორმაციით, სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
ამის შესახებ ტვიტერის საკუთარ გვერდებზე უკრაინის რადას დეპუტატებმა, მუსტაფა ნაიემმა, რომელიც პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრია და სერგეი ლეშენკომ დაპოსტეს.
"საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარასკევს წარმატებით მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. მიშა, ჩვენ გვინდა ახალი ბათუმი იქ," - წერს ლეშენკო ტვიტერის საკუთარ გვერდზე.