"6 კვადრატული მატროსოვზე დღეს ეს არის ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა,"-ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესაში "პოსტსკრიპტუმის" გადამღებ ჯგუფთან საუბრის დროს აკეთებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ახლა უკვე ოდესის გუბერნატორი ამბობს, რომ ის ხელოვნურად თავს არ შეიზღუდავს და მუშაობას გააგრძელებს.
ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს მიტოვებას არ აპირებს. საჭირო დროს კი ის საქართველოში დაბრუნდება როგორც მოქალაქე.
"ყველა უნდა დაფიქრდეს, ორმაგ მოქალაქეობაზე ვინც საუბრობს. იურიდიულად და იმ წესების მიხედვით, რომელიც ივანიშვილმა შექმნა. 6 კვადრატული მეტრი მატროსოვზე ზუსტად ისე როგორც სხედან ჩემი თანაგუნდელები და მეგობრები, ეს არის დღეს საქართველოს მოქალაქეობა ჩემთვის. ვინც მომიწოდებს ორმაგ მოქალაქეობას ეს არის სისულელე იმიტომ, რომ მე მაქვს შანსი გავაკეთო დიდი საქმე. დღეს მთელი მსოფლიო პრესა ამაზე წერს. უკრაინის კანონმდებლობა ითვალისწინებს 2 წლიან პერიოდს როცა შეგიძლია გქონდეს მოქალაქეობა უკრაინის და არ დატოვო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. მე ვფიქრობ სავსებით შესაძლებელია ამ ორ წელიწადში ვითარების შეცვლა საქართველოში. რაც შეეხება საქართველოს კანონმდებლობას ამის მიხედვით პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უნდა ჩამომართავას მე მოქალაქეობა, რა თქმა უნდა თუ ის ამას გააკეთებს, მე ამის მოთხოვნას არ ვაპირებ. ხალხი მიიღებს საჭირო დროს გადაწყვეტილებას და მე ისევე მომანიჭებენ საქართველოს მოქალაქეობას, როგორც ის საქმეები გაუქმდება, რომელიც ცემ წინააღდეგ 4 პიჯაკის გამო აღძრეს და 12 წლიანი პატიმრობა მოითხოვეს. მე ამ ადამიანებისგან, ვინც დღეს ამბობს, რომ ასე არ უდნა მოვქცეულიყავი, პრეტენზიებს არ მივიღებ. რომელიმე მათგანმა ხმა ამოიღო იმაზე, როცა ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელს პიჯაკების გამო ბრალი წაუყენეს?! ელემენტარულად მე მაქვს საქართველოს პასპორტი, რომელიც თითქმის დახეულია და ადგილი არ არის ბეჭდისთვის. საქართველოს მთავრობამ მხოლოდ დახეული პასპორტი გაიმეტა ჩემთვის. ეს პასპორტი კი, რომ დაიხევა და მე მოსაწვევს გამომიგზავნიან მატროსოვის ციხეზე. მე კიდევ კვირაში ერთხელ დავდივარ სხვადასხვა ქვეყანაში და ვხვდები მსოფლიო ლიდერებს. მატროსოვის ციხეში ჩემი მეგობრები სრულიად დაუმსახურებლად სხედან,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.