საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის ქონების ჩამორთმევას გეგმავს. ამის შესახებ განცხადებას, სააკაშვილი, ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩვანში" აკეთებს. ექსპრეზიდენტი ექსპრემიერს ხალხის ხარჯზე გამდიდრებაში სდებს ბრალს.
"როდესაც მოვა ნორმალური ხელისუფლება, სისხლის სამართლის საქმე არავის წინააღმდეგ არ უნდა აღიძრას. ერთადერთი ვინც სოლიდურად უნდა აგოს პასუხი ამ ყველაფერზე, არის ივანიშვილი. ისეთი მაგარი პრაქტიკა მივიღე ეხლა აქ, იანუკოვიჩის ფულის დაბრუნების. ივანიშვილის ფულს ამოვიღებ ზიმბაბუეშიც, რომ დამალოს,"-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.