ივერიონი / „ნაციონალური მოძრაობა“-"პრემიის სახით 16 სამინისტროში ჯამში 48 მილიონი ლარი დაიხარჯა"

„ნაციონალური მოძრაობა“-"პრემიის სახით 16 სამინისტროში ჯამში 48 მილიონი ლარი დაიხარჯა"

ნაციონალურმა მოძრაობამ 16 სამინტროში გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ ანგარიში გამოქვყნა. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ სამინისტროებში პრემიის სახით ჯამში 48 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

 

დიდი თანხები კი მინისტრმა და მისმა მოადილეებმა აიღეს. საშუალოდ 3 ათას ლარს პრემიის სახით მინისტრებმა და მათმა მოადგილეებმა აიღეს, დეპარტამენტების უფროსებმა - 1200 ლარის ოდენობით პრემია, სხვა თანამშრომლებმა კი პრემიის სახით 57 ლარი მიიღეს. 

 

ყველაზე მაღალი პრემია 2014 წელს აღებული აქვს განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს. სანიკიძემ მხოლოდ ერთ თვეში 6 ათას 550 ლარი პრემია მიიღო. სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობის პერიოდში არჩილ თალაკვაძე კი რამდენიმე თვის განმავლობაში 5 ათას ლარზე მეტ პრემიას იღებდა.

 

შეგახსენებთ, რომ ინფორმაციას ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აქვეყნებს.

2-06-2015, 14:51
უკან დაბრუნება