ივერიონი / რევაზ ფახურიძე: „არსენალის მთა გაბრწყინდება არა მარტო ღამით, არამედ დღისითაც“

რევაზ ფახურიძე: „არსენალის მთა გაბრწყინდება არა მარტო ღამით, არამედ დღისითაც“

ნიკო ფიროსმანის (ფიროსმანაშვილის) ტილო "არსენალის მთა ღამით" წლების განმავლობაში, გატანილი იყო საქართველოს ტერიტორიიდან. არადა, ეს ამბავი რამდენიმე დღით, თუ კვირით ადრე გაიგო ხალხმა. 

 

მე პირადად ტელევიზიით შევიტყვე, რომ ფიროსმანის უნიკალური ნახატი აუქციონზე იყიდებოდა. ჭეშმარიტმა ქართველმა პატრიოტმა, ნიაზ დიასამიძემ საზოგადოებას მოუწოდა ეზრუნათ ამ ტილოს საქართველოში დაბრუნებაზე. საქმეში ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძეც ჩაერთო. რამაც იმედის ნაპერწკალი გააჩინა, რომ „არსენალის მთა ღამით“ საქართველოში დაბრუნდებოდა. საბოლოოდ, ფიროსმანის შედევრის საქართველოში დაბრუნება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით მოხერხდა. 

 

როგორც ვიცით, არსენალის მთა საკმაოდ სოლიდური ტერიტორიაა- დაახლოებით 75 ჰექტარი. ამ ტერიტორიის ათვისება შეიძლება ერთმა ადამიანმა ვერ შეძლოს, მაგრამ საქართველოში არსებული სხვადასხვა ფონდებით, მათ შორის საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით შეიძლება დაიწყოს მისი განაშენიანება.

 

კერძოდ, ამ ტერიტორიაზე მოვიაზრებ საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის შენობებს, თავისივე სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებით. აქვე შეიძლება აშენდეს თანამედროვე ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, საავტორო სკოლები, საცხოვრებელი სახლები და სხვა. ამით გაბრწყინდება არსენალის მთა, არა მარტო ღამით, არამედ დღისითაც.

იქნებ ამ მოსაზრებას გამოეხმაურონ საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენები და დიასპორის წარმომადგენლები.

რევაზ ფახურიძე.

  

 

2-06-2015, 18:29
უკან დაბრუნება