ივერიონი / იტალიის წმინდა ამბროსი მარტვილის სახელობის კეთილშობილთა აკადემიამ გიორგი თევზაძე აკადემიის წევრად აირჩია

იტალიის წმინდა ამბროსი მარტვილის სახელობის კეთილშობილთა აკადემიამ გიორგი თევზაძე აკადემიის წევრად აირჩია

მონარქისტული მოძრაობისა და სამეფო კლუბის საქმიანობაში,  ადამიანის უფლებების მიმართულებით  აქტიური  მოღვაწეობისათვის,  და ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის   საქართველოს სამეფო კლუბის წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით და წარდგენით  ცნობილი უფლებადამცველი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საქართველოს  ვეტერანთა ომბუდსმენი, და საქართველოს სამეფო კლუბის დამსახურებული წევრი  გიორგი თევზაძე, იტალიის წმინდა ამბროსი მარტვილის სახელობის კეთილშობილთა  აკადემიამ აირჩია  აკადემიის წევრად და გადასცემს მას აკადემიის წევრობის დამადასტურებელ სიგელს და სამკერდე ნიშანს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ  იტალიის წმინდა ამბროსი მარტვილის სახელობის კეთილშობილთა აკადემიის   წევრობა წარმოადგენს  მნიშვნელოვან საპატივცემულო და საპატიო წოდებას და აღიარებას,  ამასთანავე  ძირითადად აკადემიაში  გაერთიანებულია არისტოკრატია,  აგრეთვე მეცნიერების,   კულტურის,  და  სხვადასხვა  ჰუმანიტარული  პროფილის მიმართულებით მოღვაწე  საზოგადოების  ღვაწლმოსილი  პიროვნებები და მაღალი იერარქიის  რელიგიური წოდების   წარმომადგენლები, მათ შორის აკადემიის წევრებს წარმოადგენენ:    პორტუგალიის ტახტის მემკვიდრე, დუარტე პიო დე ბრაგანსა - ბრაგანსას ჰერცოგი, ეპისკოპოსი მანუელ ანტონიო მენდეს დოს სანტოსი - წმინდა თომა მოციქულის ეპარქიის ეპისკოპოსი , ანტიოქიის სირიული კათოლიკე პატრიარქი, იგნაციო იუსუფ მესამე, ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის კათოლიკე პატრიარქი ეგნატე იოსებ მესამე , სხვადასხვა ქვეყნის სამეფო  გვარის  შტოს და  არისტოკრატიის  წარმომადგენლები,  კეთილი ნების ელჩები და ა.შ  ხოლო საქართველოს სამეფო კლუბი საქართველოში დაფუძნდა თერთმეტი წლის წინ საქართველოს პატრიარქის მხარდაჭერითა და ლოცვა კურთხევით. სამეფო კლუბში გაერთიანებული არიან სამეცნიერო წრეების, ხელოვნებისა და ინტელიგენციის ღვაწლმოსილი პიროვნებები, სამეფო კლუბის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ საქართველოში მცხოვრები  სამეფო შტოს  ოჯახის წარმომადგენლები.

3-06-2015, 10:23
უკან დაბრუნება