ივერიონი / საარჩევნო ბარიერის ცვლილება - ზაქარია ქუცნაშვილის ახალი ინიციატივა

საარჩევნო ბარიერის ცვლილება - ზაქარია ქუცნაშვილის ახალი ინიციატივა

საარჩევნო ბარიერის ცვლილების ინიციატივით გამოდის უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი. მის წინადადებას უმრავლესობა პარასკვეს განიხილავს.

 

დეპუტატი პარტიული ბარიერის 4 %-მდე შემცირებას, მაჟორიტარებისათვის კი ბარიერის 50 %-მდე გაზრდას ითხოვს. მისი შეფასებით, ასეთ შემთხვევაში ბარიერი ევროპულ სტანდარტს გაუთანაბრდება, იმვდროულად ეს ხელს შეუწყობს პარლამენტის მრავალპარტიულობას.

 

ქუცნაშვილის განცხადებით, შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა აისახოს. 

3-06-2015, 11:23
უკან დაბრუნება